„დეკემბერში, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, მთელ საქართველოსთან ერთად ვიზეიმებთ “ -  კელი დეგნანი

„დეკემბერში, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, მთელ საქართველოსთან ერთად ვიზეიმებთ “ - კელი დეგნანი

access_time2023-04-19 23:00:09


დეკემბერში, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, მთელ საქართველოსთან ერთად ვიზეიმებთ და მხარს დაგიჭერთ იმ მძიმე შრომაში, რომელიც მომდევნო თვეებში გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.




როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ იყო ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და აღნიშნა, რომ ქართველებს კანდიდატის სტატუსისთვის ერთობლივად მუშაობა მოუწევთ.




„ჩვენ მხარს გიჭერთ თქვენ, რომ მიიღოთ კანდიდატის სტატუსი. დეკემბერში, როდესაც ეს მოხდება, ჩვენ თქვენთან ერთად აღვნიშნავთ. ეს, ცხადია, რთული პროცესია, რომელშიც ყველა ქართველს მოუწევს ერთობლივი მუშაობა, რათა აჩვენოს წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო ნამდვილად არის ერთგული იმ რთული შრომის, რომელიც მოიცავს ევროკავშირის წევრობის უფლებას, მათ შორის კანდიდატის სტატუსს. ვიზების შეზღუდვები, რომლებიც სავალდებულოა აშშ-ის კანონმდებლობით, მას შემდეგ, რაც ჩვენ გვაქვს საკმარისი სანდო მტკიცებულება კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობის შესახებ, საქართველოს ხელისუფლებისთვის არის შესაძლებლობა, აჩვენოს კორუფციასთან ბრძოლისადმი თავისი ერთგულება და ჩამოაყალიბოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა“, – აღნიშნა დეგნანმა.





ამასთან, მისივე თქმით, „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ ძალიან კარგი სამუშაო განახორციელა სასამართლო რეფორმის მიმართულებით, მაგრამ ბოლო ოთხი წელში დავინახეთ პოლიტიკური ნების ნაკლებობა, რათა განხორციელებულიყო ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ნამდვილად გარდაქმნიდნენ ამ სასამართლო სისტემას დამოუკიდებელ სასამართლოდ“.




„სწორედ ამიტომ რჩება ვენეციის კომისიის ხუთი მოსაზრება, რომლებიც რეკომენდაციას უწევს იმ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, საქართველომ გადადგას, თუ მას სურს, შექმნას სივრცე მოსამართლეებისთვის სასამართლო სისტემის შიგნით დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მუშაობისთვის. 




საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს ბევრი კარგი პროფესიონალი მოსამართლე. მათ სურთ თავიანთი საქმის გაკეთება პოლიტიკური ფიგურების ან ბიზნესფიგურების ჩარევის გარეშე და ვფიქრობ, ისინი ამას იმსახურებენ. სწორედ ამას გირჩევთ, ამას გირჩევთ ევროკავშირი, ვენეციის კომისია. ერთადერთი, რისი ნაკლებობაც არის, ეს არის პოლიტიკური ნება ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად. ასე რომ, დეკემბერში ჩვენ მთელ საქართველოსთან ერთად ვიზეიმებთ, როცა კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება და მხარს დაგიჭერთ იმ მძიმე შრომაში, რომელიც მომდევნო თვეებში გაგრძელდება“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up