დემოკრატიის ათწლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია

დემოკრატიის ათწლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია

access_time2023-03-08 15:20:13

საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის დემოკრატიზაციის 10 წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო  ათეულში მოხვდა.

 

კვლევას „დემოკრატიის ანგარიში 2023“ აქვეყნებს დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი მსოფლიოში _ ორგანიზაცია “დემოკრატიის მრავალფეროვნება” (V-DEM), რომელიც ერთ-ერთია, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროექტებს შორის, რასაც  მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება.

 

მსოფლიოს ამ წამყვანი სინქ თენქის შეფასებით 2012-2022 წლებში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესი მსოფლიოს მხოლოდ 14 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ განიცადა. 2023 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველო 10 წლიანი დემოკარტიზაციის , ანუ დემოკრატიის პროგრესის მიხედვით ,მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა.  2023 წლის  ლიბერალური დემოკრატიის ინდექსში საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის ლიდერობს და დემოკრატიის დონით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მაგალითად პოლონეთი, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ა.შ.

 

ინდექსში კვლევის ობიექტს წარმოადგენს  დემოკრატიის ლიბერალური პრინციპი, რომელიც ხაზს უსვამს ინდივიდუალური და უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობას სახელმწიფოს ტირანიისა და უმრავლესობის ტირანიისგან, რაც მიიღწევა კონსტიტუციით დაცული სამოქალაქო თავისუფლებებით, კანონის ძლიერი უზენაესობით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით და ეფექტური მეთვალყურეობით. იმისათვის, რომ ეს იყოს ლიბერალური დემოკრატიის საზომი, ინდექსი ასევე ითვალისწინებს საარჩევნო დემოკრატიის დონეს.

 

2023 წლის ლიბერალური დემოკრატიის ინდექსის მიხედვით პირველ ადგილზე დანია გავიდა, მეორე და მესამე ადგილი შესაბამისად შვედეთმა და ნორვეგიამ დაიკავა.


 

V-DEM-მა  ლიბერალური დემოკრატიის ინდექსის გარდა საქართველოს 10 წლიანი პროგრესი არჩევითი დემოკრატიის ინდექსშიც აღიარა. არჩევითი დემოკრატიის ინდექსის მიხედვით ბოლო 10 წელიწადში არჩევითი დემოკრატია მნიშვნელოვნად   მსოფლიოს მხოლოდ 14 ქვეყანაში გაუმჯობესდა და მათ შორის საქართველოცაა.  

 

ორგანიზაციის შეფასებით, „საქართველო 2012 წელს უკვე იყო კლასიფიცირებული, როგორც  არჩევითი დემოკრატია, მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო გაუმჯობესდა.(გვ27)“

კვლევაში აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონი ასე შეფასდა:

„აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ორი დემოკრატიზირებული ქვეყანაა: სომხეთი და საქართველო. თითქმის ოთხჯერ მეტი - შვიდი ქვეყანა - არსებითად გაუარესდა: ბელორუსია, უნგრეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პოლონეთი, რუსეთი და სერბეთი (გვ.21)“.

„აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კვლავ დომინირებს საარჩევნო ავტოკრატია: მოსახლეობის 63% ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი; მოსახლეობის 22% გვხვდება საარჩევნო დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა ბულგარეთი და საქართველო; ხოლო 5% ცხოვრობს ლიბერალურ დემოკრატიულ ქვეყნებში ჩეხეთში, ესტონეთში, ლატვიასა და სლოვაკეთში.(გვ.14)“.


არჩევითი დემოკრატიის ინდექსის კვლევის ობიექტს წარმოადგერნს დემოკრატიის საარჩევნო პრინციპი, რომელიც ცდილობს განასახიეროს მმართველების მოქალაქეებისადმი პასუხისმგებლობის  ძირითადი ღირებულება, რაც მიღწეულია საარჩევნო შეჯიბრის უზრუნველყოფის გზით იმ გარემოებებში, როდესაც ხმის უფლება ფართოა; პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეუძლიათ თავისუფლად იმოქმედონ; არჩევნები არის სუფთა და არ არის დაზიანებული გაყალბებით ან სისტემატური დარღვევებით. არჩევნებს შორის არის გამოხატვის თავისუფლება და დამოუკიდებელი მედია, რომელსაც შეუძლია, წარმოადგინოს ალტერნატიული შეხედულებები პოლიტიკურ აქტუალურ საკითხებზე.


„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem)  არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სოციალური პროექტი, სამეცნიერო მონაცემების შეგროვების და ანალიზის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.

მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.

პროექტს უძღვება ხუთი მთავარი გამომძიებელი, 23 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 100-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-ზე მეტი ექსპერტი სხვადასხვა ქვეყნებში.

ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც  მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება.

https://www.v-dem.net/






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up