დეზინფორმაცია, როგორც ტექნოლოგიური და სამეცნიერო განვითარების რეგრესის გამომწვევი მიზეზი

დეზინფორმაცია, როგორც ტექნოლოგიური და სამეცნიერო განვითარების რეგრესის გამომწვევი მიზეზი

access_time2022-08-22 13:25:40

კაცობრიობის მიერ შეძენილი ცოდნა ექსპონენციალურად იზრდება. ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები შესაძლებლობას გვაძლევს, ვეძიოთ პასუხები მრავალსაუკუნოვან კითხვებზე და გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ. ადამიანის მუდმივი მოთხოვნილებაა, ისწრაფოდეს განვითარებისკენ, ახალი ცოდნის აღმოჩენისა და სამყაროს შემეცნებისკენ. ასე იყო ქვის ხანიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე და ადამიანის ბუნება მიგვანიშნებს, რომ ასე იქნება მომავალშიც.



ცოდნისა და აღმოჩენების ექსპონენციალური ზრდის ერთ-ერთ ყველაზე კარგ მაგალითს კოსმოსი წარმოადგენს.



ცა ყოველთვის ადამიანის ინტერესის საგანი იყო. ტექნოლოგიური და სამეცნიერო განვითარების შედეგად კი ბოლო ასწლეულის განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტად გაიზარდა კაცობრიობის ცოდნა კოსმოსის შესახებ - ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე, გადაიღო მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე შავი ხვრელის სურათები, ახლოდან აკვირდება ვარსკვლავების დაბადებას და აკეთებს ახალი თანავარსკვლავედების აღმოჩენას.



მართალია, ჩვენი ცოდნა კოსმოსის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება, მაგრამ ჩვენ კიდევ გრძელი გზა გვქვს გასავლელი იმისათვის, რომ კოსმოსის მცირედი ნაწილი მაინც სრულად შევიმეცნოთ. რადგან ყოველი ახალი აღმოჩენა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის, რაც შეიძლება ჩვენ ახლა ჭეშმარიტებად მიგვაჩნდეს, რეალურად არასწორია.



მაგალითად, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში გვეგონა, რომ მზე ყვითელია. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ მზეზე დაკვირვების პროცესში, განსაკუთრებით მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს, ატმოსფერული შრეების გავლენის შედეგად ჩვენ მას ყვითელ, ნარინჯისფერ ან წითელ ფერებში ვხედავთ. თუმცა, სინამდვილეში მზის ფერი უფრო მეტად ახლოს არის თეთრთან და საკუთარ თავში სხვადასხვა ფერის სპექტრს აერთიანებს.

ალბათ, ასევე ხშირად გაიგონებდით ფრაზას “მთვარის ბნელი მხარე”. რეალურად, მთვარე საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს, შესაბამისად არ არსებობს მასზე ისეთი არე, რომელიც მუდმივად სიბნელეშია, რაც ნიშნავს იმას, რომ სინათლე მისი ზედაპირის ყველა ნაწილს ეხება.



მოდით, ახლა კოსმოსიდან დედამიწაზე გადმოვინაცვლოთ. თუმცა, სანამ საბოლოოდ მიწაზე დავეშვებოდეთ, მცირე ხანი ღრუბლებში დავყოთ და განვიხილოთ ელვა, მეხი და მასთან დაკავშირებული არასწორი წარმოდგენები. ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ცრურწმენაა, რომ მეხი ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ არასდროს ეცემა. თუმცა, ამ დებულების დამასაბუთებელი არანაირი მტკიცებულება არსებობს. ცნობილია, რომ ელვა უფრო მეტად ეცემა ისეთ საგნებს, რომლებიც მდებარეობს სიმაღლეზე ან მეტალისაა. მაგალითად, ნიუ იორკში “ემპაირ სტეიტ ბილდინგს” მეხი წელიწადში 100-ჯერ ეცემა. რაც ნიშნავს იმას, რომ გავრცელებული ცოდნა არასწორია.




ასევე სიცრუეა, რომ ყველა საკვამურიდან ამოსული ღრუბელი კვამლია. ცაში ყურების დროს, ხშირად წვიმის წვეთების ან ყინულის კრისტალებისგან შემდგარ ღრუბლებს ვხედავთ. თუმცა, როდესაც ღრუბელი ადამიანის მიერ შექმნილი საკვამურიდან ამოდის, მას ავტომატურად კვამლად აღვიქვამთ.



მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. ელექტროსადგურებთან მდებარე გამაგრილებელი კოშკები არ გამოყოფენ კვამლს, არამედ წარმოქმნიან წყლის წვეთებისგან შემდგარ აეროზოლს. აღსანიშნავია, რომ ეს აეროზოლი კვამლისგან განსხვავებულია, რადგან არ შეიცავს მყარ ნაწილაკებსა და ტოქსიკურ, მავნე ნივთიერებებს.



იგივე შეხედულება ვრცელდება თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების აეროზოლზეც. საზოგადოების დიდი ნაწილი არასწორად მიიჩნევს, რომ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები გამოყოფენ კვამლს. თუმცა, სინამდვილეში, მათ მიერ გამოყოფილი აეროზოლი კვამლისგან ფუნდამენტურად განსხვავდება.



ეს მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ფაქტორია, რადგან სიგარეტის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი დიდი რაოდენობით მავნე ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, რაც ხელს უწყობს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებას. გამომდინარე იქიდან, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები არ იყენებენ თამბაქოს წვას, ისინი არ გამოყოფენ კვამლს, შედეგად საგრძნობლად ამცირებენ მის აეროზოლში არსებულ მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას და ეს მეცნიერულად არის დასაბუთებული.



თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები არ არის სრულიად უსაფრთხო, რადგან ისინი შეიცავენ ნიკოტინს, დამოკიდებულების გამომწვევ ნივთიერებას.



უდავოა, რომ მწეველისთვის საუკეთესო არჩევანი თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებისთვის თავის დანებებაა, თუმცა, ის ზრდასრული მწეველები, რომლებიც არ ანებებენ თავს მოწევას, საჭიროებენ გონივრული არჩევანის შესაძლებლობას, რასაც ტექნოლოგიურ და სამეცნიერო ინოვაციებზე დაყრდნობით შექმნილი თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები წარმოადგენს.



სამეცნიერო და ტექნოლოგიური აღმოჩენების შესახებ ინფორმაციას ხშირად შეხვდებით, თუმცა მნიშვნელოვანია, გავჩერდეთ, დავფიქრდეთ და კარგად გავიაზროთ მისი პოტენციური საფრთხეები თუ სარგებელი. ამისათვის კი საჭიროა, გვქონდეს ხელმისაწვდომობა ფაქტებსა და სწორ ინფორმაციაზე განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მეცნიერებას, ტექნოლოგიასა და ადამიანის ჯანმრთელობას ეხება.



(R)








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up