დღეს, 10 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
1.საქართველოს კანონის პროექტი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბორჯომის სამოთხისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „მეფის ქალაქის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ჯიდიეი დანრეს ქარის ელექტროსადგურის’’ პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ქლინ ენერჯი ინვესთ ეი. ეს - სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2014 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული აჭარისწყალის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის (ნაწილი 1) მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შეცვლილი და განახლებული ხელშეკრულების ცვლილების შესახებ“ - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
6. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგიის (2023-2030 წწ.) და 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ“ - მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი
7. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” - მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი
8. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,ტექნიკური რეგლამენტი - ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ” - მომხსენებელი: ო. შამუგია
9. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021- 2024 წლების ეროვნული სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ - მომხსენებელი: გ. თუმანიშვილ