მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი და საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმაურება ე.წ აგენტების კანონს და წერს, რომ დღეს საქართველოს ისე სჭირდება ერთად ყოფნა, როგორც არასდროს.
„ყველას ვალია ვიფიქროთ მომავალზე
ვეცადე ესე გამომეხატა და ნაკლებად პოლიტიკური ვყოფილიყავი
დღეს საქართველოს სჭირდება ერთობა
როგორც არასდროს
მე ვარ ქართველი
მაშასადამე ვარ ევროპელი
დიდება საქართვრლოს
დიდება გმირებს
მონას რათ უნდა კრული სიცოცხლე ?
ვისთვის აანთოს წმინდა ლამპარი ?
სჯობს მონობაში გადიდკაცებულს
თავისუფლების ძებნაში მკვდარი!“ - ასეთია სპორტსმენის სტატუსი.
პარლამენტში ამ წუთებში დაჩქარებული წესით განიხილება კანონპროექტები “უცხოეთის აგენტების შესახებ“.