დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც 8 საკითხი უნდა განიხილონ.
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი ლევან დავითაშვილი.
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის უძრავი ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე” - მომხსენებელი ლევან დავითაშვილი.
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,სმარტ უნიონ გრინ პაუერს’’ შორის ,,ნაგომბარჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე” - მომხსენებელი ლევან დავითაშვილი.
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ღუნჯა ჰესი“-ს ჰიდროელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე” - მომხსენებელი ლევან დავითაშვილი.
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „ალაზნის მზე“-ს შორის კახეთის რეგიონში მზის ელექტროსადგურების შესახებ დასადები შეთანხმებების თაობაზე” - მომხსენებელი ლევან დავითაშვილი.
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ნოემბრის №2372 განკარგულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე” - მომხსენებელი ლევან დავითაშვილი.
საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები ,,პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ” (3 პროექტი) - მომხსენებელი ლაშა ხუციშვილი.
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” - მომხსენებელი: ზურაბ აზარაშვილი