დიმიტრი ცქიტიშვილი - მამუკა ბახტაძე ამ ეტაპზე ცხოვრობს ამერიკაში - არანაირი გეგმები პოლიტიკაში დაბრუნების არ არის

დიმიტრი ცქიტიშვილი - მამუკა ბახტაძე ამ ეტაპზე ცხოვრობს ამერიკაში - არანაირი გეგმები პოლიტიკაში დაბრუნების არ არის

access_time2021-12-09 00:30:00

არანაირი გეგმები პოლიტიკაში დაბრუნების არ არის - მთავრობის მეთაური იყო - აღარ არის, მეც ვიყავი პარლამენტარი და აღარ ვარ პარლამენტარი, ჩვენ გვაქვს რესურსი, ამ რესურსს ვიყენებთ და ჩვენს მეგობრებთან ერთად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ამ ძალიან საინტერესო პროცესს და შევქმნათ ფინანსური ინსტიტუტის ბაზა საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, Foreign Policy-ის და ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF) ერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - ბრუნდება თუ არა ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე პოლიტიკაში.



დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკაში საქმიანობს და მას არანაირი პოლიტიკური გეგმები არ აქვს.



„ჩვენი ფონდის, ორგანიზაციის ამოცანაა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოთ ამ ოფისის რეგიონალური წარმომადგენლობის საქართველოში დაფუძნება, რომელიც უფრო მეტად ფოკუსირებული იქნება საქართველოსა და რეგიონალურ პროექტებზე და უზრუნველყოფს, რომ დიდი რეგიონალური პროექტების მეშვეობით მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების გაჩენა და საბოლოო ჯამში სიღარიბის დაძლევა. პოლიტიკური გეგმები ამ შემთხვევაში საერთოდ არ არის, მამუკა ამ ეტაპზე ცხოვრობს ამერიკაში და მისი უშუალო საქმიანობა არის ამერიკაში.




მთავრობის მეთაური იყო - აღარ არის, მეც ვიყავი პარლამენტარი და აღარ ვარ პარლამენტარი, ჩვენ გვაქვს რესურსი, ამ რესურსს ვიყენებთ და ჩვენს მეგობრებთან ერთად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ამ ძალიან საინტერესო პროცესს და შევქმნათ ფინანსური ინსტიტუტის ბაზა საქართველოში იმისთვის, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს ამერიკული ინვესტიციების მეშვეობით საქართველოდან დაიწყოს და რეგიონში ძალიან ფართოდ იყოს მოცული.



არანაირი გეგმები პოლიტიკაში დაბრუნების არ არის, ეს საქმიანობა მაგას, არცერთ შემთხვევაში არ უკავშირდება. მე მესმის, რომ ყოველთვის ყოფილი პოლიტიკოსის გამოჩენა გარკვეულ კითხვებს აჩენს, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკასთან კავშირში. არანაირი პოლიტიკური გეგმები არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები, რომ შეიქმნას ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის წარმომადგენლობა საქართველოში“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.



ცნობისთვის, ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი 2021 წლის აგვისტოში დაფუძნდა, რომლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეა.



IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up