Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი წერს, რომ დაკავებულ თანამდებობას მაშინვე დატოვებს, როგორც კი შემცვლელს იპოვის.
„დავტოვებ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს, როგორც კი ვიპოვი ვინმეს, საკმარისად სულელს იმისთვის, რომ ეს თანამდებობა დაიკავოს“, – წერს ილონ მასკი.
მანამდე ილონ მასკმა Twitter-ში გამოკითხვა ჩაატარა, სადაც მომხმარებელთა 57%-მა ილონ მასკის თანამდებობის დატოვებას დაუჭირა მხარი.