ჯეიმს აპატურაი - მადრიდის სამიტზე ველოდები ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის

ჯეიმს აპატურაი - მადრიდის სამიტზე ველოდები ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის

access_time2022-04-20 18:00:00

მადრიდის სამიტის დროს ველოდები, ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


როგორც ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, მისთვის ძალიან სასიამოვნოა საქართველოში დაბრუნება ახალი როლით.


„ჩემი შემცვლელი, სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კალომინა მომავალ კვირაში იქნება საქართველოში. აქ ვიმყოფები ნატო-ს ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი საქართველოსა და ევროპაში სხვა პარტნიორების მხარდასაჭერად ამ ძალიან რთულ გარემოში“, – განაცხადა აპატურაიმ.


მისივე თქმით, რუსეთის ომმა უკრაინაში ფუნდამენტურად შეცვალა უსაფრთხოების რუკა ევროპაში და შეცვალა ის გრძელვადიანად.



„არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ნატო-ს ქვეყნებმა უკვე მიიღეს ალიანსისთვის. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმალურს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლისთვის, რომ ეს ომი შეჩერდეს. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მოვახდინოთ რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია, თუმცა ამასთან, ნატო-ს ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი უახლოესი პარტნიორების მხარდასაჭერად, მათ შორის საქართველოში. სწორედ ამიტომ ვარ აქ, რათა განვიხილო კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული უსაფრთხოების სფეროები, ენერგოუსაფრთხოება. კიბერთავდასხმები იყო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ნაწილი ვიდრე დაიწყებოდა სამხედრო მოქმედებები და ის აგრძელებს კიბერთავდასხმებს სამხედრო მოქმედებების დროსაც“, – განაცხადა აპატურაიმ.


როგორც აპატურაიმ აღნიშნა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, ისევე როგორც ყველა ნატო-ს ქვეყანამ, გააძლიეროს კიბერუსაფრთხოება.


„ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამის გასაკეთებლად და გვაქვს იდეები, თუ როგორ გავაკეთოთ ეს. როდესაც საუბარია ჰიბრიდულ თავდასხმებზე, ეს არის კოორდინირებული თავდასხმების დეზინფორმაციის კამპანიებით, ენერგეტიკის საკითხებით და ა.შ. ჩვენ ასევე გვაქვს იდეები, რომლებსაც განვიხილავთ უფრო დეტალურად სპეციალისტებთან. როდესაც საქმე ეხება ენერგოუსაფრთხოებას, საქართველოს როლი ევროპის მომარაგებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროპული ქვეყნები წყვეტენ რუსეთიდან ენერგორესურსებით მომარაგებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ განვიხილოთ აქ, როგორ შეუძლია საქართველოს უკეთესად უზრუნველყოს თავისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კიბერთავდასხმების, ფიზიკური თავდასხმების წინააღმდეგ. ჩვენ ამას გავაკეთებთ კონკრეტული თანამშრომლობით. ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის ახლა მნიშვნელოვანი ახალი კონტექსტის გათვალისწინებით.


მადრიდის სამიტის დროს, ველოდები, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის. ჩვენ ასევე გვექნება ძალიან კონკრეტული იდეები, რომ საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისთვის მეტი გაკეთდეს“, – განაცხადა აპატურაიმ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up