ჯემალ ლეონიძე: არსებული სასამართლო სისტემა ჯანსაღ მდგომარეობაშია, თუმცა ხარვეზები მაინც აქვს

ჯემალ ლეონიძე: არსებული სასამართლო სისტემა ჯანსაღ მდგომარეობაშია, თუმცა ხარვეზები მაინც აქვს

access_time2021-11-29 11:00:14

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 25 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმინეს, მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ. მათი განცხადებით, მმართველი პარტია საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს მიზანმიმართულად არ აჩერებს და სასამართლო რეფორმას არ ატარებს, მმართველ გუნდში კი ოპოზიციის მოსაზრებას არ იზიარებენ.

 

 

კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დაზარალებული ბიზნესმენები საქართველოში არსებულ სასამართლო სისტემაზე და მოსამართლეების არჩევის წესზე და პროცესის შეფასებისთვის ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეს დაუკავშირდა. მისი თმით, სასამართლო ჯანსაღ მდგომარეობაშია თუმცა არის ხარვეზები, რომლებიც მისნაირად დაზარალებულ ადამიანებზე უარყოფითად მოქმედებს.

 


“მე რასაც ვისმენ და ვუყურებ, სასამართლო ჯანსაღ მდგომარეობაშია, მაგრამ არის ხარვეზები, რაც ჩემნაირ დაზარალებულ და სამართლის მაძიებელ პიროვნებებზე უარყოფითად მოქმედებს, მე მაქვს ერთი დადებითი შემთხვევა, რომლითაც უზომოდ კმაყოფილი ვარ, ჩემი საქმეები წინ წავიდა, მაგრამ არის ისეთი სასამართლოც, სადაც უკანონობის სახით რამდენიმე წინააღმდეგობას წავაწყდი.

მაგალითად თბილისში, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში ჩემი საქმეები დაუყოვნებლად და 100%-იანი წარმატებით მიმდინარეობს, მე ძალიან ბევრი ქონებრივი დავა მაქვს, სტატისტიკურად რომ ავიღოთ, ალბათ პირველი ვარ, ვისაც სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დავები ამ რაოდენობით აქვს.

რაც შეეხება მცხეთის სასამართლოს, მანდ უკანონობას შევეჯახე, დაყადაღებული მაქვს საცხოვრებელი ფართი, აკრძალვა მაქვს გაკეთებული, მაგრამ 2016 წლიდან ვერ მოხერხდა ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა, ქალბატონმა ხაჟომიამ ეს საქმე ძალიან კარგად დაიწყო, არ ვიცი როგორ და რა ქნეს, გადმოიყვანეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი ამ ქალბატონით. შემდეგ საქმე გადაეწერა მაშინდელ სასამართლოს თავმჯდომარეს ახალბედაშვილს, მან საქმე რამდენჯერმე გაჭიმა, ტელეფონით მიპასუხა, რომ სერიოზული საქმეები ჰქონდა და ვერ იხილავდა ჩემ საქმეს, რომლის აღსრულება და შეფასება სასამართლომ უკანონოდ ცნო, მეორეხარისხოვნად ჩათვალა, ეს ბატონიც გადმოიყვანეს და ის უვადო მოსამართლეების სიაშია, მერე გადაეწერა ეს საქმე სხვას, ახლა ნადიბაიძეს აქვს და რამდენჯერმე მიმართვის მიუხედავად ამ საქმეს არანაირი წინსვლა არ აქვს“, - აღნიშნა ჯემალ ლეონიძემ.


 


რაც შეეხება მოსამართლეების დანიშვნას, ჯემალ ლეონიძე ამბობს, რომ მოსამართლეების დანიშვნა ამ წესით არ უნდა მომხდარიყო, ამ ფორმით 10 მოსამართლის საკითხი არ უნდა გაეტანათ. ლეონიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ პროცესმა საკმაოდ გრძელი გზა გაიარა, ბევრი პარლამენტარის პარლამენტარობაც შეეწირა.



“მოსამართლეების დანიშვნის წესმა რა გზებიც გაიარა, მოსახლეობისთვის ცნობილია, ეს ასე არ უნდა მომხდარიყო, შეეწირა რამდენიმე პარლამენტარის პარლამენტარობა, იმ ფორმით არ უნდა გაეტანათ მაშინდელი 10 მოსამართლის საკითხი, მე ვეთანხმები იმას, რაც მაშინ საზოგადოებაში პულსირებდა, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა. ახლა მაგალითად კიდევ დასაფიქრებელია, კიდევ მიმდინარეობს პროცესი, მე გუშინ მოვუსმინე მოსამართლეების პასუხებს, ყველა კარგად საუბრობს, სიტყვა-პასუხი არავის ეშლება, მაგრამ კლანზე რომ არის საუბარი, ალბათ მართებულია, ეს საქართველოა, საქართველოში ქართული მენტალიტეტია და ალბათ ეს ბრალდება, რასაც საზოგადოების ფართო მასები უყენებენ მოსამართლეებს, მართებულია. მათ ერთმანეთთან ახლობლობა, ნათესაობა და ერთად მუშაობის სტაჟი აკავშირებთ, რაც მიმაჩნია რომ მოსამართლეების არჩევაში დამაბრკოლებელი ფაქტორებია.

სამომავლოდ ყველა ნორმალურ ადამიანს იმედი გვაქვს, რომ ცხოვრება ვითარდება, განვითარდება სასამართლო სისტემაც და განვითარდეთ ჩვენც, ჯერ ჩვენ ჩვენ თავს უნდა მოვთხოვოთ განვითარება და მერე სასამართლოს, პროკურატურას და ჩვენ მეზობელს.

რასაც მე ვუყურებ ჯერ ჩვენც, საზოგადოებაც არ ვართ ექსტრა კანონიერი, ჩვენც ვცოდავთ ხოლმე, მაგრამ ყველა ადამიანს მიაჩნია და სურს რომ რაც ჩვენთვის კანონიერია, სხვისთვის უკანონობა იყოს და ესეც ალბათ დაიხვეწება და კალაპოტში ჩადგება“, - აღნიშნა ჯემალ ლეონიძემ.



უზენაეს სასამართლოში მოცემული მომენტისთვის 5 ვაკანტური ადგილია, რომლებზეც მოსამართლეები უვადოდ უნდა დაინიშნონ.



თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up