ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ეხმაურება.
ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ გზაზე მხარს დაუჭერს.
„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს წინ დროული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველო წინსვლის ამბიციურ რეფორმებში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“,- აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში იღებს მონაწილეობას. სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან. ის ასევე შეხვდა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი, ჯოზეფ ბორელი და ოლივერ ვარჰეი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
Ipn.ge
1tv.ge