საქართველოს და აშშ-ის ურთიერთთანამშრომლობა არის სინქრონულ რეჟიმში. ჩვენ ერთმანეთის პარალელურად ვდგამთ ნაბიჯებს და არ გვაქვს ურთიერთობაში სიურპრიზები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა.
ამასთან, კითხვაზე იღებს თუ არა საქართველო აშშ-ისგან ყველაფერს, რაც ქვეყანას სჭირდება, ბურჭულაძის თქმით „დიახ, იღებს“.
„რაც შეეხება კითხვას, ვხედავთ თუ არა ზეწოლის ზრდას რუსეთის მხრიდან, ჩვენ ვისაუბრეთ შეხვედრის ფორმატში, რომ ოკუპაცია არის ყოველდღიური. ჩვენ შეიძლება ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ ოკუპაციის სხვა მეთოდი, მომდევნო კვირას, შესაძლოა, ვიხილოთ კიბერთავდასხმა. სხვადასხვა მეთოდებია გამოყენებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ,“- აღნიშნა ბურჭულაძემ.
Ipn.ge