DRI: ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ტვირთის გადატანას უკანონოდ უზღუდავენ

DRI: ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ტვირთის გადატანას უკანონოდ უზღუდავენ

access_time2023-03-21 15:00:52

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 2022 წლიდან მოსახლეობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტვირთის გადატანას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს უთანხმებს. ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებთაგან განსხვავებით, პრობლემურია ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით ჯეროვანი სარგებლობა. ამ ფონზე ტვირთის გადატანის შეზღუდვა დამატებით აუარესებს ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობას. მოსახლეობის ნაწილი აღნიშნავს, რომ ტვირთის გადაზიდვის ბუნდოვანი შეზღუდვა, მათ შორის, ეხება საკვებს და სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტებს.


ინფორმაცია თავდაპირველად სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა. ორგანიზაციას აღნიშნულზე დამატებითი ინფორმაცია საკონტაქტო პირებმა მიაწოდეს. საკითხზე სახელმწიფოს პოზიციის დასაზუსტებლად, DRI-შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს მიმართა.


დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის უცნობია, რომელი ტვირთის გადატანა შეუძლიათ და რა კანონის დანაწესი მოქმედებს; არსებობს თუ არა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა, რაც არამეწარმე ფიზიკურ პირებს უზღუდავს ტვირთის გარკვეული დასახელებისა ან/და რაოდენობის გადატანას; რა ჩაითვლება პირადი მოხმარების რაოდენობად და სურვილის შემთხვევაში, როგორ უნდა ისარგებლონ სპეციალური საწარმოს სტატუსით.



საგადასახადო კოდექსის 24 2-ე მუხლი იცნობს სპეციალური საწარმოს სტატუსს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები/საქმიანობის განმახორციელებელი ადამიანებისთვის. აღნიშნულ ურთიერთობას ასევე აწესრიგებს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი. კანონი კრძალავს ან კონტროლის ობიექტად მიიჩნევს პროდუქტის გადატანას, რომელიც სანებართვო და სალიცენზიო საქმიანობის სფეროს  მიეკუთვნება, ან სამხედრო დანიშნულებისაა. კანონის დათქმის მიღმა კი, მეორე წელია, დანერგილია და მოქმედებს მავნე პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში პროდუქტების შეტანა მხოლოდ განსაზღვრული თანამდებობის პირის ინდივიდუალური თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი.


DRI-ს შეფასებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უარი თქვას მავნე პრაქტიკაზე/რეგულაციაზე, რაც მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლებით სარგებლობისას დამატებით ბარიერებს უქმნის; იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამგვარი რეგულაციის არსებობის აუცილებლობა, სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს აღნიშნული შეზღუდვის კრიტიკული აუცილებლობა და დასახული მიზნის სხვა, ნაკლებად მტკივნეული მეთოდებით მიღწევის შეუძლებლობა; ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირებულობა - რა დასახელებისა და რაოდენობის ტვირთის გადატანაა შეზღუდული; რა ჩაითვლება პირადი მოხმარების რაოდენობად და სურვილის შემთხვევაში, როგორ უნდა ისარგებლონ დაინტერესებულმა პირებმა სპეციალური საწარმოს სტატუსით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up