”სასულიერო პირები არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიაში ნაკლებად იყვნენ ჩართულები”- DRI

”სასულიერო პირები არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიაში ნაკლებად იყვნენ ჩართულები”- DRI

access_time2020-12-01 15:20:55

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება მეორე ტურის დასრულების შემდეგაც არ გაუკეთებია.

 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასა  და არჩევნების შემდგომ პერიოდში მათ აქტიურობაზე დაკვირვების მეორე შუალედურ ანგარიშსაქვეყნებს. 

 

ანგარიშში მოიცავს 1-ლი ნოემბრიდან არჩევნების მეორე ტურამდე (21 ნოემბრის ჩათვლით) პერიოდს, თუმცა, მასში ასევე აღწერილია არჩევნების მეორე ტურის შემდგომი მოვლენებიც. მონიტორინგის შედეგების მიხედვითთუ 31 ოქტომბრის არჩევნების დღემდე ადგილი ჰქონდა პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლო აგიტაციის არა ერთ შესაძლო ფაქტს, არჩევნების მეორე ტურამდე სასულიერო პირები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, უფრო თავშეკავებულები იყვნენ

 


უფრო მეტიც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება მეორე ტურის დასრულების შემდეგაც არ გაუკეთებია. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე განაცხადა, რომ პოლიტიკური დაძაბულობის დროს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პოლიტიკური განცხადებების კეთებას, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა საბოლოო შედეგი. 

 

თუმცა საპატრიარქომ თითქმის ყველა არჩევნების დროს ოფიციალურად მიულოცა გამარჯვებულ ძალას, მიუხედავად იმისა, გამოცხადებული იყო თუ არა არჩევნების საბოლოო შედეგები. მაგალითად, 2018 წლის ნოემბერში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება სალომე ზურაბიშვილს მეორე დღესვე მიულოცა, როცა არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად შეჯამებული. პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება მიულოცა 2012 წლის 5 ოქტომბერსაც, არჩევნებიდან მე-4 დღეს, მაშინ როდესაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები 2012 წლის 19 ოტობერს  გამოაქვეყნა. 

 

გადაჭრით იმის თქმა, რომ საპატრიარქომ წინა წლების ტრადიცია დაარღვია პოლიტიკური პროცესებისგან სრული დისტანცირების და სეკულარიზმის პრინციპიდან გამომდინარე, რთულია, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში სასულიერო პირთა მაღალი პოლიტიკური აქტიურობისფონზე.ზოგადად კი,  საპატრიაქროს მხრიდან თავშეკავებული პოზიცია დადებითად უნდა შეფასდეს.


თეგები:
არჩევნები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up