დროა გადაშალოთ ეს ფურცელი და ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური ჩიხიდან - ევროპარლამენტარი

დროა გადაშალოთ ეს ფურცელი და ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური ჩიხიდან - ევროპარლამენტარი

access_time2021-10-03 17:13:19

"გავრცელებული ბრალდებები და ადამიანთა ჩვენებები დაშინებასთან, საჯარო მოხელეებზე არსებულ ზეწოლასთან, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული, რათა საზოგადოებაში უფრო მეტად არ გაძლიერდეს დაუსჯელობის განცდა," - ამის შესახებ ევროპარლამენტარებით დაკომპლექტებული სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მაიკლ გალერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა გაითვალისწინოს მოსახლეობის მიერ არჩევნების მიმართ გამოხატული დამოკიდებულება, რომელიც მათ აქტიურობაში გამომჟღავნდა, დაასრულონ პოლიტიკური განხეთქილება და ქვეყანა უზრუნველყონ საჭირო რეფორმების განხორციელებით.

„საქართველოს მოსახლეობას მინდა მივულოცო გაცილებით მაღალი აქტიურობა არჩევნებზე, ვიდრე ეს იყო გასულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. თქვენ წახვედით საარჩევნო უბნებზე და გამოიყენეთ დემოკრატიული უფლება, რათა აგერჩიათ თქვენი ადგილობრივი წარმომადგენელი. თქვენი მონაწილეობა არის დასტური, რომ თქვენ გსურთ თანამონაწილეობა გადაწყვეტილებებში, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე.

ევროკავშირი განიხილავს საქართველოს პრიორიტეტულ პარტნიორად, ჩვენი ურთიერთობა დაფუძნებულია ასოცირებულ შეთანხმებაზე და ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე, ამას უკვე ჰქონდა გავლენა, თუ როგორ ხედავენ საქართველოს მოქალაქეები თავის მომავალს, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოების განზომილებაში ინტეგრაციის გზაზე. ეს უკანასკნელი რამდენიმე წელი რთული იყო თქვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ პანდემიის გამო, არამედ, ასევე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების გამო, რომლის დეესკალაციაც დაპირისპირებულმა მხარეებმა ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ მოახერხეს. წინასაარჩევნო გარემო იყო კონკრეტული, მაგრამ არ იყო შექმნილი თანასწორი ნიადაგი მოწინააღმდეგე პარტიებისა და კანდიდატებისთვის. გავრცელებული ბრალდებები და ადამიანთა ჩვენებები დაშინებასთან, საჯარო მოხელეებზე არსებულ ზეწოლასთან, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული, რათა უფრო მეტად არ გაძლიერდეს საზოგადოებაში დაუსჯელობის განცდა. ბალანსის არ არსებობა დაფინანსების ნაწილში, ასევე, საჭიროებს რეაგირებას. ვისურვებდით, რომ ხელისუფლებამ და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიბაძოს მოსახლეობის მომწიფებულ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, რომელიც მათ საარჩევნო პროცესში მონაწილეობით გამოიჩინეს.


ახლა დროა გადაშალოთ ეს ფურცელი და ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური ჩიხიდან. მოსახლეობა ელის, რომ საქართველოს სრული პოლიტიკური კლასი დაასრულებს არსებულ განხეთქილებას და უზრუნველყოფს მათ საჭირო რეფორმებით,“- განაცხადა გალერმა.


წყარო: ინტერპრესნიუსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up