რუსეთი და საქართველო პირდაპირი ფრენების აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან — ТАСС-ის ინფორმაციით ამის შესახებ ოთხშაბათს სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.
„მე ვესაუბრე უმაღლესი დონის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებსაც ჩვენ შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ - საჰაერო მიმოსვლა და ვიზების გაუქმება რუსეთში. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვართ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე“, - განაცხადა დეპუტატმა ოთხშაბათს ეკონომიკურ ფორუმზე „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“.
კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ მისთვის რთულია განსჯა, როდის და რა თანმიმდევრობით იქნება ეს გადაწყვეტილებები.
რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 2019 წლის ივლისიდან არის შეწყვეტილი.