ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელი რისკის კონტროლის მექანიზმი გააჩნდეს - ლევან სურგულაძე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელი რისკის კონტროლის მექანიზმი გააჩნდეს - ლევან სურგულაძე

access_time2023-01-17 19:30:03

რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“, საპენსიო ფონდის ყოფილმა დირექტორმა, ფინანსისტმა ლევან სურგულაძემ, საპენსიო ფონდში დამოუკიდებელი მაკონტროლებელი სტრუქტურული ერთეულის არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

 


მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელი რისკის კონტროლის მექანიზმი გააჩნდეს და ყოველი ტრანზაქციის დონეზე  რისკი-ამონაგების თანაფარდობა. სურგულაძე მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს რისკის ბიუჯეტი  არ მოხდეს იმაზე მეტი რისკის აღება, რის საშუალებასაც ბიუჯეტი იძლევა.

 


  

ლევან სურგულაძის თქმით, დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის აუცილებლობის შესახებ კანონშიც არის ჩანაწერი, თუმცა ჩარჩო დონეზე და მისი განვითარება საერთაშირისო პრაქტიკისა და რეგულაციების შესაბამისად უნდა მოხდეს.

  

  

„კანონში ყველა ის დებულებაა გაწერილი, რომლის საფუძველზეც სააგენტო შეიქმნა და ფონდი იმართება, მაგრამ მასში ყველაფერს ვერ გავწერდით, იქ ჩარჩოა მოცემული, დანარჩენი საერთაშორისო პრაქტიკიდან და რეგულაციებიდან უნდა ავიღოთ. ამისათვის საერთაშორისო მარეგულირებლები არსებობენ და მათ აქვთ რეკომენდაციები, რომელიც სავალდებულოა როგორც ბანკებისთვის, ასევე მსგავსი ფონდებისთვის. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ყველა ჩემს გამოსვლასა და პუბლიკაციაში ვსაუბრობ, რომ ეს უნდა გაკეთდეს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. ამის შესახებ პირდაპირი მითითებაცაა მოცემული ევროდირექტივაშიც, რომლის შესრულების ვალდებულებაც ავიღეთ. იქ კონკრეტული ევროდირექტივაა, 76-ე მუხლში პირდაპირ წერია, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. ამიტომ, ეს უნდა გაკეთდეს,“ - აცხადებს ლევან სურგულაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up