ეჭვიც არ მეპარება, რომ სენატორების ამ წერილის უკან ლობისტები დგანან - თემურ ბასილია

ეჭვიც არ მეპარება, რომ სენატორების ამ წერილის უკან ლობისტები დგანან - თემურ ბასილია

access_time2020-05-18 10:00:16

ამერიკელი სენატროების და კონკრესმენების მიერ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან და ფინანსთა მინისტრ, სტივენ მნუჩინთან მიმართვას „კომერსანტთან“ აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია აფასებს. მისი განცხადებით, როდესაც რამდენიმე სენატორი თავისი ქვეყნის საგარეო და ფინანსური უწყებების ხელმძღვანელებს მიმართავს ეს ძალიან საყურადღებო ფაქტია. ეს ნიშნავს, რომ ამ უწყებებმა უნდა შეისწავლონ წერილში მოყვანილი ფაქტები და ავტორებს შესაბამისი პასუხი მისცენ.


ბასილიას განცხადებით, ამ შესწავლის შემდეგ თუნდაც არ დადასტურდეს მოყვანილი ბრალდებები, საქართველოს რეპუტაცია უკვე შეილახა და ქვეყანას ზიანი უკვე მიადგა. ახლა აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება იყოს მაქსიმალურად გახსნილი და ქართველმა სამართალდამცავებმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად დეტალურად შეისწავლონ ეს ბრალდებები. ეს აუცილებელია, რათა ქვეყანას კიდევ უფრო დიდი ზიანი არ მიადგეს.


„ეჭვიც არ მეპარება, რომ სენატორების ამ წერილის, ისევე როგორც, სხვა წერილების უკან რომლებიც შეერთებული შტატებიდან და ბრიუსელიდან გამოიგზავნა, ლობისტები დგანან. ხოლო, ეს ლობისტები კი, დღევანდელი ხელისუფლების არაკეთილმოსურნეების მიერ არიან დაქირავებულნი. მარტივი კითხვა ჩნდება: რას აკეთებენ ხელისუფლების მიერ დაქირავებული ლობისტები, რომლებსაც მილიონობით დოლარს უხდიან, ვინ მუშაობს მათთან, რა დავალებებს აძლევენ მათ. ეს მართლაც საინტერესო თემაა“,  აღნიშნავს ბასილია.


რაც შეეხება წერილის იმ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველო, წლების განმავლობაში იყო ცნობილი, როგორც ირანზე დაწესებული აშშ-ის სანქციების თავის დაძვრენის გზა და მაგალითად მოყვანილია 2013 წელს საქართველოში ირანის სამი მოქალაქის მიერ მცირე ზომის ბანკის ოპერირება, რომელიც ფინანსურ გადარიცხვებთან იყო დაკავშირებული, ბასილია აცხადებს, რომ ეს ახალი ამბავი არ არის და რამდენიმე წლის წინ აღნიშნული ფაქტის შესახებ მასაც უთხრეს ამერიკელმა მეგობრებმა, რომლებიც წარმოშობით ახლო აღმოსავლეთიდან არიან.



„ეს იმდენად სერიოზული ხალხია, რომ ეჭვიც არ მეპარება ამ სამწუხარო ფაქტის რეალობაში. დიახ, ასეთი ფაქტები არა მხოლოდ საფინანსო სექტორის იმიჯზე მოქმედებს უარყოფითად, არამედ, უშუალოდ ქვეყანაზეც. მე როგორც ვიცი, კონკრეტულ საბანკო დაწესებულებაზე იყო საუბარი; ამიტომაც ეს სრულებითაც არ არის ეჭვი, ეს სერიოზული ბრალდებაა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს და მასზე სერიოზული პასუხი გასცეს“,  აცხადებს ბასილია.


კითხვაზე, რომელი საფინანსო ინსტიტუტი შეიძლება მოიაზრებოდეს, ამის შესახებ ბასილია ვერ საუბრობს, თუმცა, აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე 3-4 წლის წინანდელია და თემაც დახურულია.


„როგორც ვიცი ეს იყო ბანკი, რომელსაც ასევე ჩემი ინფორმაციით ლიცენზია ჩამოართვეს და დახურეს. ეროვნულმა ბანკმა უნდა გასცეს პასუხი დღეს, ასეთ ბანკს რატომ მისცეს თავის დროზე ლიცენზია“,  განმარტავს თემურ ბასილია.


შეგახსენებთ,15 მაისით დათარიღებულ წერილში, რომელიც სენატორმა კრუზმა გამოაქვეყნა, წერენ, რომ შეშფოთებული არიან საქართველოში მმართველობის პრობლემების, კერძოდ „ამერიკის მეტოქეებთან და მტრებთან, მათ შორის ირანთან საქართველოს უკანონო ფინანსური კავშირების“ გამო, რაც საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ბიზნესის ინტერესებს.


საუბარია ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიის, ფრონტერას ინტერესებზე, რომელთანაც კონტრაქტი საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების შემდეგ გაწყვიტა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ არბიტრაჟის დადგენილებით, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ”-მა არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც სახელმწიფოს კონტრაქტის შეწყვეტის უფლებას ანიჭებდა.


სახელმწიფო მდივნისა და ხაზინის მდივნის მისამართით გაგზავნილ წერილში ასევე ნახსენებია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ამერიკული კონტი ჯგუფის თემაც.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up