ეკატერინე ტიკარაძე – „2012 წლიდან, ორნახევარჯერ გაიზარდა სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება, რაც დღეის მდგომარეობით 350 მილიონ ლარს შეადგენს“

ეკატერინე ტიკარაძე – „2012 წლიდან, ორნახევარჯერ გაიზარდა სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება, რაც დღეის მდგომარეობით 350 მილიონ ლარს შეადგენს“

access_time2020-10-02 00:44:06

„„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. 3-ჯერ გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც 8 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფინანსდა. შედეგად, ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა 40 პროცენტიდან 100 პროცენტამდე გაიზარდა და ასიათასობით ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნდა“ – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო სიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ამოქმედდა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც დღეის მდგომარეობით 70 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა.

2012 წლიდან, ორნახევარჯერ გაიზარდა სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება, რაც დღეის მდგომარეობით 350 მილიონ ლარს შეადგენს. პენსია, 100 ლარიდან 220 ლარამდე, სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერთათვის კი 300 ლარამდე გაიზარდა.

სოციალური შეღავათები დაწესდა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის, რომლებიც სოციალურ პაკეტზე 20 პროცენტიან დანამატს, აგრეთვე ელექტროენერგიის საფასურის 50 პროცენტიან ანაზღაურებას იღებენ.

ორნახევარჯერ გაიზარდა საარსებო შემწეობის ოდენობა, ხოლო ხუთჯერ გაიზარდა სოციალურად დაუცველი ბავშვების შემწეობა.


ორნახევარჯერ გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა. 2013-2020 წლებში, 22 500 დევნილი ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი საკუთარი საცხოვრებლით.

ჯანდაცვის სფეროს უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტური დახვეწა, რაც უზრუნველყოფს ავადობის ადრეულ გამოვლენას, გააუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებელს.

სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა იქნება. ჯანდაცვაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიღწევისთვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ყველა მოსარგებლე მიიღებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, მისთვის მოსახერხებელ ადგილას დაყოვნების გარეშე.

გაგრძელდება აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფა ქრონიკული დაავადებების ეფექტური მართვისთვის. ასაკობრივი პენსია ეტაპობრივად 300 ლარამდე, სხვადასხვა საპენსიო კატეგორიისთვის კი 400 ლარამდე გაიზრდება.

შემდეგი 4 წლის მანძილზე, ჩვენ ვგეგმავთ 13 000 -ზე მეტი დევნილი მოსახლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up