ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ვახტანგ ცინცაძე დაინიშნა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ვახტანგ ცინცაძე დაინიშნა

access_time2022-12-30 17:30:21

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ვახტანგ ცინცაძე დაინიშნა, რომელიც ამ პოზიციაზე დანიშვნამდე 2017 წლიდან სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

 

 

ვახტან ცინცაძე ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე 2009 წლიდან მუშაობს. კერძოდ, ის 2009-2013 წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად მუშაობდა; 2013 – 2016 წწ. დაიკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს უფროსის თანამდებობა, ხოლო 2017 წლიდან არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის ანალიზისა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ვახტანგ ცინცაძეს ასევე აქვს კერძო სექტორში საქმიანობის გამოცდილება. 2008-2009 წლებში ის ასევე მუშაობდა TBC ბანკის გარე გაყიდვების ქსელის განვითარების უფროს მენეჯერად.

 


 

პროფესიული ზრდა-განვითარების მიზნით ვახტანგ ცინცაძეს გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო კურსი თუ პროგრამა, მათ შორის: საერთაშორისო სავალუტო ფონდის,   საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის, ესტონეთის დიპლომატიური სკოლის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკომისიის პროგრამები. ვახტანგ ცინცაძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნესის მართვის მაგისტრი. 2005-2006 წლებში იყო ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის, 2012 წელს კი -  ჯორჯ მარშალის ცენტრის, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს „Leaders Program in Advanced Security Studies (LPASS) პროგრამის მონაწილე. ვახტანგ ცინცაძე 2021 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საჯარო მართვის დოქტორანტი.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მუშაობის პერიოდში ვახტანგ ცინცაძეს აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის მომზადებაში. მათ შორისაა, საპენსიო რეფორმის (მეორე სვეტი) კონცეფციის შემუშავება და რეფორმის ეკონომიკური ეფექტების შეფასება/ანალიზი; საჯარო და კერძო თანამშრომლობის კონცეფციის და ჩარჩო კანონმდებლობის შემუშავება; გადახდისუუნარობის რეფორმის ფარგლებში ჩარჩო კანონმდებლობის შემუშავება; ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მექანიზმების განვითარება - საკრედიტო-საგარანტიო სქემის დიზაინის შემუშავება, იპოთეკური სესხების სუბსიდირების და საგარანტიო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების განვითარება - ლიზინგის განვითარების კონცეფციის და ფაქტორინგის კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა; წიაღის სექტორის რეფორმის კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up