საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ელჩების კონფერენცია 2022 იმართება. მოლოდინის მიუხედავად, რომ შეკრებას საქართველოს პრეზიდენტიც უნდა დასწრებოდა, სალომე ზურაბიშვილი კონფერენციაზე არ მისულა. ადგილზე მისული იყო პრეზიდენტის პრეს-სამსახურიც.
კონფერენციაზე შეკრებილებს უკვე მიმართეს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. რატომ არ დაესწრო სალომე ზურაბიშვილი შეკრებას, ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
პრეზიდენტის არდასწრების მიზეზზე ინფორმაცია არ აქვთ არც კონფერენციაზე მყოფ ელჩებს. გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ, სამწუხარო ფაქტი უწოდა იმას, რომ შეკრებას სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება.