„ელექტროსისტემა

„ელექტროსისტემა", „საქართველოს რკინიგზა", „აეროპორტების გაერთიანება" „გაზის ტრანსპორტირების კომპანია" - პრემიერის თქმით, განისაზღვრა სახელმწიფო საწარმოები, სადაც მოხდება რეფორმირება

access_time2022-12-12 16:51:33

ჩვენ დავამტკიცეთ საწარმოების რეფორმის 4 წლიანი სტრატეგია. განისაზღვრა სახელმწიფო საწარმოები, სადაც მოხდება რეფორმირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

პრემიერმა ასევე ისაუბრა პროგრამის „აწარმოე საქართველოს" შესახებ და აღნიშნა, რომ პროგრამის მასშტაბი გაფართოვდება და რეგიონებში ფილიალები შეიქმნება, რათა პროგრამაზე წვდომა ყველა მოქალაქეს შეეძლოს.

 


 

„საწარმოების რეფორმის სტრატეგიაზე ერთად მუშაობენ ბატონი ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი. ჩვენ დავამტკიცეთ 4 წლიანი სტრატეგია. განისაზღვრა სახელმწიფო საწარმოები, სადაც მოხდება რეფორმირება. ამის მიზანია შესაბამისი კორპორატიული მმართველობის ჩამოყალიბება ამ ორგანიზაციებში. ეს არის ისეთი მსხვილი ორგანიზაციები, როგორებიცაა „ელექტროსისტემა", „საქართველოს რკინიგზა", „აეროპორტების გაერთიანება" „გაზის ტრანსპორტირების კომპანია" .

 

 

და ბოლო საკითხი - მოგეხსენებათ, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში" საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ეს ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით, ამ პროგრამას ჰყავს უკვე 20 000-ზე მეტი ბენეფიციარი. 20 000 მეწარმე არის ჩართული ამ პროგრამაში. მილიარდობით ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და ადგილობრივ წარმოებას მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ბოლო ლების განმავლობაში. მიტომ, ახლა ჩვენ გვინდა, რომ ეს სიკეთეები უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. რეგიონებში განსაკუთრებით, ადამიანებს არ აქვთ წვდომა, ფუფუნება და კომფორტი, რომ ადგილზე გაეცნონ ამ სერვისებს. და ადგილზე ისარგებლონ ამ პროგრამებით, ამიტომ, ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაიწყება „აწარმოე საქართველოში" ფილიალების გაკეთება. რეგიონების მიხედვით გავშლით ამ პროგრამას, რომ ადგილზე ჩავუტანოთ ეს პროგრამა და ადგილზე მიიღონ წვდომა ამ პროგრამებით ეს არის ჩვენი მიზანი. ასე, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას. ეს არის გზა, რომელიც მიგვიყ=ვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებამდე", - განაცხადა პრემიერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up