ექსპერტები ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობას გაეცნენ

ექსპერტები ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობას გაეცნენ

access_time2023-01-30 16:30:59

საარჩევნო და საზოგადოებრივ საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობას გაეცნენ. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იყო ერთ-ერთი   საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. ექსპერტებმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა და პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.

 

ტექნოლოგიური სიახლეების გარდა ექსპერტები გაეცნენ საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტს. გეგმის დამტკიცების შემდეგ დოკუმენტი იქნება საჯარო.

 

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, მიმდინარე საარჩევნო პროცესების, ტექნოლოგიური და საკანონმდებლო სიახლეების შესახებ ექსპერტებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათი  პროფესიული, კვალიფიციური და ექსპერტული მოსაზრებების და რეკომენდაციების მოსმენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო ადმინისტრაციას საქმიანობის განხორციელებაში.

 


„დატვირთული და ნაყოფიერი გამოვიდა სამუშაო შეხვედრები ადგილობრივ ექსპერტებთან. ჩვენ მათთან ერთად განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც გამომდინარეობს განხორციელებული საარჩევნო რეფორმიდან. განვიხილეთ მათი აღსრულების გზები. წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა ინტენსიური განხილვა და რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციებს აუცილებლად განვიხილავთ და შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გავითვალისწინებთ, იმისთვის რომ ერთობლივად  უზრუნველვყოთ პროცესების გაუმჯობესება და ამომრჩევლებს მომავალი არჩევნები კვლავ მაღალი სტანდარტების შესაბამისად შევთავაზოთ“,-განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.


„ეს იყო დიალოგის და კომუნიკაციის ძალიან კარგი მაგალითი, გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა სიახლეები, ხედვები, გეგმები და ჩვენი მხრიდან გამოგვეთქვა მოსაზრებები შენიშვნები, რაც დარწმუნებული ვარ გადამუშავდება და დაეხმარება ცესკოს პროცესის სრულყოფისთვის. ასევე ვნახეთ ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადმინისტრირების ნაწილს უშუალოდ არჩევნების დღეს როგორც სისწრაფის თვალსაზრისით, ისე სიმარტივის და დათვლის თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვანი სიახლე იქნება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკური სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ.

 

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის უპირატესობების, ასევე ცესკოს სტრატეგიული გეგმის პროექტის შესახებ ისაუბრა „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა - „ვნახეთ სტრატეგიული გეგმა, ის დოკუმენტები, რომელიც მომზადებულია ცესკოს მიერ. შეიძლება ჩაითვალოს, რომ არჩევნების ჩატარება უკვე პროცედურულ ნაწილში იქნება სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი, რომელსაც ენდობიან მოქალაქეები. ეს არის სწორედ ცესკოს ხედვაში ასახული და ვფიქრობ, რომ ამ ხედვასთან მიახლოებას ამ სტრატეგიის განხორციელებით ცესკო თავისუფლად შეძლებს. ასევე, ვფიქრობ, რომ იმ რისკებს, რომელიც ადრე დაკავშირებული იყო პროცედურებთან, ფაქტობრივად ნიველირებას გაუკეთებს ეს ტექნოლოგიები“.

 

საარჩევნო და საზოგადოებრივ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან კომუნიკაციის გაძლიერებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ახალ ფორმატში, შეხვედრა მეორედ გაიმართა. მსგავსი შეხვედრები, სადაც მიმდინარე აქტუალურ საარჩევნო საკითხებს განიხილავენ, პერმანენტულად ჩატარდება. 


თეგები:
ცესკო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up