გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამინისტროს 2022 წლის საქმიანობა „პირველი არხის“ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ შეაჯამა და ყურადღება პირველადი წარმოების მიმართულებით არსებულ შედეგებზე, გადამუშავებული პროდუქციისა და ექსპორტის ზრდაზე გაამახვილა.
მისი თქმით, პირველადი წარმოების ნაწილში გამოშვება ბოლო 10 წლის განმავლობაში, თითქმის 80 - 85 %-ითაა გაზრდილი, ექსპორტი - 125-130%-ით.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, პირველადი წარმოების ნაწილში გამოშვება, ბოლო 10 წლის განმავლობაში, თითქმის 80 - 85 %-ით არის გაზრდილი. შარშანდელი მონაცემებიდან, 3 მილიარდ 600 მილიონიდან, დაახლოებით, 6.5 მილიარდზე ავედით; გადამუშავებული პროდუქციის ნაწილში კი, 4 მილიარდიდან, დაახლოებით, 7.3 მილიარდ ლარამდე. წელს, 9 თვის მონაცემებით, პირველადი წარმოების ნაწილში, ჩვენ გვაქვს 5.5 მილიარდი ლარი გამოშვება და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 13-14 %-იანი ზრდაა. წლის ბოლომდე, ვფიქრობ, უფრო გაუმჯობესებული მაჩვენებელი გვექნება. აქვე, შევეხები ექსპორტის მონაცემებს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი, დაახლოებით, 125-130%-იანი ზრდა გვაქვს და წელს, ვფიქრობ, რომ პირველად, დაახლოებით, 1.3 მილიარდ დოლარიანი ექსპორტის მაჩვენებელი გვექნება“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.