თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის სტამბოლში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა თავის Twitter-ში დაწერა.
„მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც გამოეხმაურნენ ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარ ტერაქტს, გაიზიარეს ჩვენი ტკივილი და მწუხარება გამოთქვეს“, - ნათქვამია პრეზიდენტის ტვიტში.
შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტამბულში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, თანაგრძნობა გამოუცხადა თურქ ერს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და დაღუპულთა ოჯახებს.
„სტამბულში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე“ — დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.
İstiklal Caddesi’nde gerçekleştirilen terör saldırısına tepki gösteren, acımızı paylaşan, başsağlığı dileğinde bulunan tüm ülkeler ile uluslararası organizasyonlara şükranlarımı sunuyorum. pic.twitter.com/xSzmU4nPk9
— Recep Tayyip Erdoğan (@RTErdogan) November 15, 2022