ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას – კელი დეგნანი

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას – კელი დეგნანი

access_time2023-02-27 15:00:20

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა დადებითად შეაფასა კობა გვენეტაძის საქმიანობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე და მადლობა გადაუხადა მას გაწეული სამუშაოსთვის.


ელჩის თქმით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები ნაჩქარევია და საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება. მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ უნდა შეიცვალოს ის გუნდი და სტრუქტურა, რამაც ასეთი სტაბილური ეკონომიკური ზრდა მოიტანა.


 „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვიმყოფები და აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. აშშ ამაყობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მან შეძლო და მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელს, კობა გვენეტაძეს. ის არის პროფესიონალი, ამ პერიოდის განმავლობაში მოქმედებდა დამოუკიდებლად და იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს ეკონომიკის სტაბილურობის ინტერესით. დღეს წარმოდგენილი სტატისტიკა და ციფრები გვიჩვენებს, თუ რაოდენ პროფესიონალი ბრძანდება ბატონი კობა, როგორ დამოუკიდებლად და ეფექტურად მართავდა ის 7 წლის განმავლობაში ბანკს, რის შედეგადაც საქართველოში მიღწეულ იქნა ეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და ისეთი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რასაც ექნება ხანგრძლივი მოქმედება. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ეს ყველაფერი შესაბამისობაში იყო საერთაშორისო სტანდარტებთან. ვფიქრობ, ეროვნული ბანკი და საქართველო უნდა იყოს ამაყი, რომ მას ჰყავდა ასეთი პროფესიონალი და გამოცდილი ხელმძღვანელი, რომელიც ბანკს დამოუკიდებლად მართავდა, მიუხედავად შექმნილი პოლიტიკური პროცესებისა.



ეროვნული ბანკის სანდოობისთვის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი დამოუკიდებლობაა და ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვეთანხმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ ეს ცვლილებები არ არის აუცილებელი და საჭირო, მაშინ როდესაც ეროვნულ ბანკში არის ასეთი გუნდი, რომელმაც ასე კარგად მართა ამ პერიოდის განმავლობაში. ამაზე კი არსებული სტატისტიკა მიანიშნებს. რატომ უნდა შეიცვალოს ეს გუნდი, რატომ უნდა შეიცვალოს სტრუქტურა, რამაც მოიტანა ასეთი სტაბილური ეკონომიკის ზრდა. განსაკუთრებით ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც იყო კოვიდი, შემდგომ იყო რუსული ფულის შემოდინება, რუსეთში უკრაინის ომის დაწყების შემდგომ და ამ ყველაფერს, ამ გამოწვევებს ძალიან კარგად გაართვა თავი ბანკმა. შესაბამისად, დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი სტაბილურობისთვის. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონი, ასე რომ ვთქვათ, ნაჩქარევად იქნა შემუშავებული და ასევე იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბანკის დამოუკიდებლობა ასეთ რთულ და მღელვარე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up