ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი გორდან რადმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.
როგორც ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, ხორვატია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის იდეებისადმი ერთგულია.
„სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა და ნაყოფიერი საუბარი.
ერთგულნი ვართ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის, საჭირო რეფორმების განხორციელების და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის იდეებისადმი,“ - აღნიშნავს ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ ტვიტერში.