ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ გაიზარდა საქართველოდან რუსეთში შესული ადამიანების რაოდენობა.
როგორც ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა, კვირის განმავლობაშიზემო ლარსის გამშვები პუნქტიით რუსეთის მიმართულებით 14 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა.
„გასული კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ორივე მიმართულებით 26 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსული ადამიანების რაოდენობა: 14 ათასზე მეტი ადამიანი“, - განაცხადა მან.
ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციის ვებგვერდის მონაცემებიდან ირკვევა, რომ რუსეთში შესასვლელ პუნქტზე 864 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ხოლო გასასვლელში 641.