საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც უკრაინაში ომის დასასრულებლად შედგება, რუსეთმა ასევე უარი უნდა თქვას საქართველოს ოკუპაციაზე, უკრაინაში ეხმაურებიან.
„დღეს მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც თვლის, რომ ჩვენ მოვაწერთ რაიმე სახის სამშვიდობო ხელშეკრულებას რუსეთთან. რაღაც იფანტაზიორა, რომ ჩვენ იქ ასევე უნდა ჩავრთოთ საქართველოს ის ნაწილი, რომლის ოკუპირებაც რუსეთმა 2008 წელს მოახდინა. მაგრამ როცა მე, მარტში გამოსვლისას ვუთხარი ქართველ ძმებს, მოდი დაგვეხმარეთ და ერთად ვიმუშაოთ, მაშინ საქართველო, რომელსაც ეს ადამიანები წარმოადგენდნენ, გაჩუმდა,“ - აცხადებს უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი.
დანილოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ციხეში საშინელ პირობებში იმყოფება. ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას პატივი სცეს სააკაშვილს და გაეშვა კიევში.
„არ ვიცი რა სამყაროში ცხოვრობენ. ერთის მხრივ, ჩვენი სისხლით უნდათ დაიბრუნონ მიწა, მეორე მხრივ კი ჩვენს მოქალაქეებს დასცინიან. ეს უბრალოდ დაუშვებელია,“ - განაცხადა დანილოვმა.