ეს არის ბოლშევიკური, რუსული სულისკვეთებით ჩამოყალიბებული კანონი, კატასტროფაა, როდესაც ქვეყანა ეჯიბრება მთელ ცივილიზებულ სამყაროს - თემურ ჭყონია

ეს არის ბოლშევიკური, რუსული სულისკვეთებით ჩამოყალიბებული კანონი, კატასტროფაა, როდესაც ქვეყანა ეჯიბრება მთელ ცივილიზებულ სამყაროს - თემურ ჭყონია

access_time2023-03-06 13:30:01

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტს რუსული სულისკვეთებით გამსჭვალულს უწოდებს და აცხადებს, რომ ნებისმიერი მოქალაქის ვალია ამ კანონის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს.

ეს არის მოქალაქეობრივი ვალი, რომ საშინელი კანონპროექტის წინააღმდეგ გამოთქვა აზრი ან შეფასება გააკეთო.


„ეს არის ნებისმიერი მოქალაქის ვალი და არა ზოგადად ექიმის, მასწავლებლის ან რომელიმე სფეროს წარმომადგენლის. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ კანონი რომელიც შემოდის არის რუსული სულისკვეთებით გამსჭვალული. გადმოწერილია თუ გადაწერილი ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ბოლშევიკური, რუსული სულისკვეთებით ჩამოყალიბებული კანონი. როდესაც საუბრობენ, რომ ეს არის ამერიკული, ეს არის შეცდომა, იმიტომ რომ ამერიკელი კანონმდებლები, პოლიტიკოსები, კონგრესის წევრები ამბობენ, რომ ეს არ არის ამერიკული კანონი. აქედან გამომდინარე არავითარი უფლება არ გაქვს რომ შევაფასოთ როგორც ამერიკული. ზნეობრივი უფლებაც არ გვაქვს,  არათუ ცოდნიდან გამომდინარე,“- აცხადებს თემურ ჭყონია.

თემურ ჭყონიას თქმით, მიუღებელია არა მხოლოდ კანონის შინაარსი, არამედ ის ფორმაც, რა ფორმითაც პარლამენტი ამ კანონს განიხილავს. მისი თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ხდება არა სახელმწიფო ინტერესით, არამედ ვიღაცის ჯიბრზე:
 

„საზოგადოების ჯანსაღი, უდიდესი ნაწილი არ ეთანხმება ამ კანონის შემოღებას საქართველოში. მაშინ ჩვენ თუ გამჭვირვალობას ვითხოვთ, ნებისმიერი დარგის გამჭვირვალობა უნდა მოვითხოვოთ: მასწავლებლის გამჭვირვალობა, მძღოლის, ექიმის, მსახიობის და სხვა, თუ საიდან ფინანსდებიან.

ჯერ ერთი როგორი საშინელი, უზრდელური, უწესო მიმართვებით იღებენ ამ კანონს. როგორი ჯიბრით, როგორი შურით, როგორი შუღლით, როგორც შეიძლება პოლიტიკოსი ერქვას ადამიანს, რომელიც არ მიდის კომპრომისზე და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს არა სახელმწიფოებრივს, არამედ ვიღაცის ჯიბრზე.  ესენი ჯიბრზე იღებენ. რა მორალური უფლება აქვთ, ვინ  მისცა ამის უფლება რომ ქვეყანას მოახვიონ ისეთი კანონი რომელსაც ეწინააღმდეგება მსოფლიოს ყველა ქვეყნის პოლიტიკოსი,“- აღნიშნა ჭყონიამ.
 


თემურ ჭყონიას შეფასებით, კატასტროფაა, როდესაც ქვეყანა ეჯიბრება უსამართლოდ, არგუმენტების გარეშე მთელ ცივილიზებულ სამყაროს


„ევროპარლამენტის თავმჯდომარე თუ საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საქართველოშია და წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ კანონის მიღება შეაფერხებს და სერიოზულად შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეუბნება პირდაპირ, მეტი რა თქვას ამ კაცმა? ხომ არ შეაგინებს. რა ქნას? ან ხომ არ დაიფიცებს?

ჩვენ მაინც ჯიბრზე, ჯიბრზე... ეს არის კატასტროფა, როდესაც ქვეყანა ეჯიბრება უსამართლოდ, არგუმენტების გარეშე მთელ ცივილიზებულ სამყაროს.

ისმის კითხვა, ჩვენ თუ არ გვინდა ევროპა, თუ არ გვინდა ამერიკა, არ გვინდა რუსეთი, მაშინ რა გვინდა? მაშინ პოლიტიკოსებმა გვითხრან, განგვისაზღვრონ  თუ მოგვეწონება არ ვიცი, ჩვენ რა გვინდა. ჩვენს აზრს ხომ არავინ არ ითვალისწინებს. სამწუხაროდ, არის მართვა, რომელიც ითვალისწინებს ერთი პარტიის აზრს, სხვა აზრი ქვეყანაში არ არსებობს. რომელი საუკუნეა. მე ვთხოვ ყველა მოქალაქეს, ვთხოვ, რა რა უფლება მაქვს ვინმეს რამე ვთხოვო, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ აქ გადამწყვეტი, უდიდესი როლი უნდა შეასრულოს ახალგაზრდა სტუდენტებმა. თაობა რომელიც ამ კანონს იღებს 10 წელიწადში პოლიტიკაში არ იქნება, და ის კანონი შეიძლება დამკვიდრდეს იმ თაობისათვის რომელიც თავის მომავალს უკავშირებს ევროპას და ცივილიზებულ სამყაროს. ეს თაობა უნდა იყოს პროცესის გამომხატველი და არა მარტო ის ადამიანები, რომლებიც დღეს დგანან და გამოხატავენ პროტესტს,“- განაცხადა ბიზნესმენმა.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up