ცხადია, ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტოდ რობინსონმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების შესახებ სასტუმრო Radisson-ში საერთაშორისო კონფერენცია „ქალები პოლიციაში“ გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საქართველოსთვის არასწორია. „საქართველოს ინტერესებშია, რომ უფრო გულდასმით იმუშაოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ეს კანონი ამას არ აკეთებს,“ - განაცხადა ტოდ რობინსონმა.