საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, რომელმაც ქართული ოცნების ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ ის აღარ პასუხობს ქართველი ხალხის არჩევანს, მმართველი პარტიის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
„ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს ქვეყნის ინტერესებზე და ეს არის რადიკალური ოპოზიციის რიტორიკის გაგრძელება, რაც შემაშფოთებელია,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა კონსპირაციული თეორიებს წარმოადგენს. ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, რომ მის მიერ 2008 წლის ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გაიხსენოს.
„პრეზიდენტს მინდა შევახსენო მისი განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით და შემდეგ ისაუბროს კონსპირაციებზე,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.