ეს არის რეკეტი შედარებით რბილი ფორმებით - ბექა ლილუაშვილი პრემიერის მიერ ბიზნესის „დაბარებაზე“

ეს არის რეკეტი შედარებით რბილი ფორმებით - ბექა ლილუაშვილი პრემიერის მიერ ბიზნესის „დაბარებაზე“

access_time2023-02-09 14:30:26

“სასურსათო პროდუქციის და ვაჭრობად საქონლის ფასების რეგულირება არასწორია, შესაბამისად, ეს ძალიან კარგად იცის ბატონმა ღარიბაშვილმა და ამიტომ არის ეს განცხადება ეკონომიკური შინაარსისგან დაცლილი,“ - ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ბექა ლილუაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც მან სასურსათო პროდუქციაზე მოგების მაღალ მარჟებზე ისაუბრა და არსებული ვითარების შესწავლა მინისტრთა კაბინეტთან ერთად კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს დაავალა.



როგორც ლილუაშვილის განმარტავს, პრემიერის განცხადების უკან პოლიტიკური მიზნები დგას.

 


„პოლიტიკური შეფასება ერთია, ეკონომიკური შეფასება მეორე. ბუნებრივია, მსგავსი ტიპის განცხადებებს არაფერი საერთო არ აქვს ეკონომიკურ მიზნებთან იმ თვალსაზრისით, რომ ფასების ადმინისტრაციულად რეგულირება არის ფასების რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე ძველი გზა, რომელიც საქართველომ უკვე გაიარა.



ეს არაა კარგი გზა, როდესაც ის ეხება სასურსათო პროდუქტებს, ანუ ვაჭრობად პროდუქტების ფასებს იმისათვის, რომ რაღაცნაირად სოციალურ მიზნებს მიაღწიო. ეს არასწორი მეთოდია და ეს არის არა ჩემი შეფასება, არამედ ეკონომიკური თეორიის პრინციპები. იმ სექტორებში, სადაც არსებობს ე.წ. ბუნებრივი მონოპოლიები ფასების გარკვეული „ჭერების“ დაწესება არის პრაქტიკა და ამას მიმართავენ ევროპული სახელმწიფოების ნაწილი, მაგალითად ენერგეტიკის ფასის თვალსაზრისით, წყლის და მსგავსი კომუნალური გადასახადის და სხვა მსგავსი საქონლის ან მომსახურების კონტექსტში.




სასურსათო პროდუქციის და ვაჭრობად საქონლის ფასების რეგულირება არასწორია. შესაბამისად, ეს ძალიან კარგად იცის ბატონმა ღარიბაშვილმა და ამიტომ არის ეს განცხადება ეკონომიკური შინაარსისგან დაცლილი.

 



ამის უკან არის სუფთად პოლიტიკური მიზნები.  თუ კონკრეტულმა მინისტრებმა უნდა დაიბარონ ბიზნესის წარმომადგენლები, მათზე ზეწოლა მოახდინონ, იმისთვის რომ ვიღაცებმა მოგების მარჟები შეამცირონ,  ეს არის უბრალოდ რეკეტი განხორციელებული შედარებით რბილი ფორმებით, ვიდრე ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ასე, რომ ასეთი დამოკიდებულება ბიზნესზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შენ ხარ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გამოდიხარ და მკაფიო სიგნალს აძლევ მთელს პოლიტიკურ ველს. მერე გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე თუ პარტიის თავმჯდომარე და ამბობენ, რომ აქ არიან, მზად არიან და მხარს დაუჭერენ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივები თუ იქნება. ეს არის უბრალოდ უკან დაბრუნება სსრკ-ს გეგმურ ეკონომიკაში. იმ კონკურენციის სააგენტოს ანალიტიკის გაკეთების დავალებას კი ნუ აძლევენ, თუ სადმე კონკურენციის არარსებობის გამო, ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის გამო, არის ფასების მაღალი მაჩვენებელი, ეს არის პასუხისმგებლობა, რომ კონკურენციის სააგენტომ ამის პრევენცია მოახდინოს. თუ ბაზარზე კონკურენცია არსებობს და ფასები ისეთია, როგორიც არის, ამ მაღალი ფასების შემცირების ან მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაზრდის ერთ-ერთი გზა არის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და მოქალაქეების შემოსავლების ზრდა და არა ზეწოლით ფასების შემცირება,“ - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.



დეპუტატი განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან მსგავსი მესიჯები ინვესტორებისთვის ცუდი სიგნალია.

 

  

„საერთოდ არსებობს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისთვის ინსტიტუციური მზაობის ინდექსი, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ფასების ლიბერალიზაცია და ამით ადარებენ ხოლმე მაგალითად ყოფილი სსრკ-ს სივრცეში ბალტიისპირეთის ქვეყნებს და საქართველოს, ან ადარებენ რეგიონში სხვა ქვეყნებს, თუ ისინი რამდენად მზად იყვნენ სსრკ-ს დანგრევის შემდეგ საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად. თუ ჩვენ უარს ვამბობთ იმაზე, რომ ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკა გვაქვს და ვამბობთ, რომ კი დემოკრატიული განვითარების გზაზე სახელმწიფო ინსტიტუტებში უკან სვლა გვაქვს და ახლა ეკონომიკური კუთხითაც კონცეფციას ვცვლით და გადავდივართ გეგმურ ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა ეს იქნება მძიმე სიგნალი ჩვენი ინვესტორებისთვის და აქ არა მგონია ვინმემ ფული ჩადოს აქ, რადგანაც ხვალ არავინ არ არის დაცული. დღეს თუ ვინმე აპირებს, რომ პურის ფასი დაარეგულიროს, პირობითად ვამბობ და დააწესოს გარკვეული ჭერები, ხვალ არავინ არ არის დაცული, რომ პირობითად მანქანის წარმოების ფასის ზედა ჭერს არ დაუწესებენ,“ - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up