„ეს დონორები თქვენც გაფინანსებენ, ჩვენც გვაფინანსებენ, რუსეთივით იარაღს კი არ გვაწვდიან  ცალ-ცალკე, რომ ერთმანეთი დავხოცოთ“ - მიხეილ კუკავა

„ეს დონორები თქვენც გაფინანსებენ, ჩვენც გვაფინანსებენ, რუსეთივით იარაღს კი არ გვაწვდიან  ცალ-ცალკე, რომ ერთმანეთი დავხოცოთ“ - მიხეილ კუკავა

access_time2023-02-21 11:30:24

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტს, რომელიც  თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არის მიმართული,  ეკონომისტი მიხეილ კუკავა ეხმაურება. მისი შეფასებით, კანონპროექტი დონორი ორგანიზაციების გაშავება-დემონიზებას ემსახურება.

 

„იმ დონორების უმეტესობა, ვინც სამოქალაქო სექტორს გვაფინანსებს, მთავრობასაც გაფინანსებთ, მაგ., USAID, SIDA, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი.  ჩვენს საერთო დამფინანსებლებს ნახავთ:


სახელმწიფო ბიუჯეტის კაპიტალური ბიუჯეტის დანართში mof.ge-ზე სახ. ბიუჯეტის განყოფილებაში


ხაზინის ფორმაში E12. treasury.ge-ზე ბიუჯეტის განყოფილებაში ჩამოშალეთ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება, მაგ., 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება. აქ დეტალურადაა დამფინანსებლები, დაფინანსების სახე (გრანტი, კრედიტი), მათ შორის დონორების თანადაფინანსებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები. ამ ფორმაში ნახავთ ჩვენს და თქვენს არაერთ საერთო დონორს (გრანტები) და თქვენს შეღავათიან კრედიტორს. 


მოკლედ, ჩვენ ნამდვილად ვართ დასავლური და, მაშასადამე, უცხოური გავლენის აგენტები. თქვენ? მარტივია  ამ კითხვაზე თქვათ, რომ ქართველი ხალხის აგენტები ხართ. სოფისტიკა ხო განცხრომაა. ისე, იყო დრო, როცა სოფისტები პატივსაცემ ხალხად ითვლებოდა ძველ საბერძნეთში, სანამ სალანძღავ სიტყვად არ აქციეს სოფიზმი.



მიუხედავად იმ ბრალდებებისა, რაც თქვენი მისამართით ისმის, მე და ჩემს გარშემო არაერთ ადამიანს თქვენც დასავლური გავლენის აგენტები გვგონიხართ. ჯერ კიდევ გვგონია ხვდებით, რომ დასავლეთის მხარდაჭერა ამ ქვეყნის  გადარჩენის ერთადერთი გარანტიაა. გვითხარით, თუ ასე არ ფიქრობთ.


ეს დონორები თქვენც გაფინანსებენ, მაგრამ იქვე ჩვენც გვაფინანსებენ, რომ გარედან შეგახედოთ იმას, რასაც აკეთებთ. ასე იქცევიან ქვეყნის კეთილისმყოფელები. რუსეთივით იარაღს კი არ გვაწვდიან თქვენ ცალკე და ჩვენ ცალკე, რომ ერთმანეთი დავხოცოთ, როგორც სამოქალაქო ომის დროს.


კარგად აგვიხსენით რას ვაშავებთ. იმას, რომ

დამოუკიდებლად ვაანალიზებთ, ვაფასებთ მოვლენებს?

გთხოვთ ჩვენთან ერთად განიხილოთ ამ ანალიზის და შეფასების მიგნებები და რეკომენდაციები?

ტექნოკრატიულად გაქებთ, როცა ვფიქრობთ, რომ კარგს აკეთებთ?

ტექნოკრატიულად გაკრიტიკებთ, როცა ვფიქრობთ, რომ ცუდს აკეთებთ?

წარმატებული სახელმწიფო უწყებების საქმიანობას ჯილდოების გადაცემით აღვნიშნავთ?

პრობლემა ის არის, რომ ჩვენთვის უცხოური გავლენის აგენტის იარლიყის მოწებების მიზანი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი და თქვენი დამფინანსებლების გაშავება-დემონიზებაა ლუკმა-პურის საშოვარზე გადაგებული  ხალხის თვალში, რომელსაც არც დრო აქვს და არც ენერგია, გაარკვიოს რას და რატომ ვაკეთებთ.  ეს დამფინანსებლები ამ ქვეყნის კეთილისმყოფელები არიან.


სხვა რას ემსახურება ეს  კანონპროექტი თუ არა ამ კეთილისმყოფელების გაშავება-დემონიზებას?! ინიციატორებთან საქმე არ გვაქვს. თქვენ გვითხარით,“- წერს მიხეილ კუკავა ფეისბუკზე.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up