ეს გამარჯვებაა, მაგრამ ამ კანონის უკან გაწვევით ოცნება არც პროდასავლური გახდება და ის 76 თუ 78 მოღალატე ისევ მოღალატედ დარჩება, სამუდამოდ, — ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი წერს.
მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია მათი სრული იზოლაცია
„რეჟიმთან სრული არათანამშრომლობა, სრული იზოლაცია - მათ შორის სოციალური - პრინციპულად მნიშვნელოვანია. პროცესის ყოველგვარ იმიტაციაში მონაწილეობა კი - სახიფათოდ საზიანო“, აცხადებს კანდელაკი.