ყოფილი სახალხო დამცველი და „დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს, „ხალხის ძალას“ და უმრავლესობის მიერ ე.წ. აგენტების კანონის გაწვევას ეხმაურება.
მისი თქმით, ქართული ოცნების ეს განცხადება რეალურად კანონის გაწვევას არ ნიშნავს და მმართველი პარტია დროის მოგებას ცდილობს.
„ეს კანონის უკან გაწვევა კი არაა, ეს ნიშნავს, მაცალეთ ცოტა ჩაცხრეს პროტესტი და მერე ნახავთო ყველაფერს: ციტატები განცხადებიდან:
„სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა“, „მიაკრეს რუსული კანონის ყალბი იარლიყი“, „რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ“, „მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს“, „ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი. დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით“
ყველაფერი ნათელია!,“- წერს უჩა ნანუაშვილი.