ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს, „ხალხის ძალას“ და უმრავლესობის მიერ ე.წ. აგენტების კანონის გაწვევას ეხმაურება.
ის წერს, რომ უცხოური ზეგავლენის აგენტების კანონის გაწვევის შესახებ განცხადება მნიშვნელოვანია ამბავია საქართველოსთვის, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
„ეს მნიშვნელოვანია ამბავია საქართველოსთვის, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია“, - წერს ევროპარლამენტარი.
მისივე თქმით, მთელი ეს პროცესი თავიდან იქნებოდა აცილებული მთავრობას ხალხისთვის რომ მოესმინა.
„მივესალმები „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გაიწვიოს "რუსული კანონი". მთელი ეს დრამა თავიდან იქნებოდა აცილებული თავიდანვე ხალხისთვის და საქართველოს მეგობრებისთვის რომ მოესმინათ. ახლა 12 პუნქტის შესრულების დროა, შეწყვიტეთ ხრიკები, კანდიდატის სტატუსის საფრთხეში ჩაგდება და საქართველოს მომავლის საბოტაჟი", - წერს კრამონი.