„ეს პატივისცემას იწვევს“ - ლავროვი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს

„ეს პატივისცემას იწვევს“ - ლავროვი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს

access_time2023-01-18 16:15:02

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს  ხელისუფლება შეაქო იმის გამო, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ მან პროკრელისტური სატელევიზიო არხის „ალტ-ინფოს“ კითხვის პასუხად განაცხადა.


„მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. მითხრეს, რომ შარშან საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, ძირითადად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. ვიმედოვნებ, რომ მალე შევძლებთ პირდაპირი ფრენების აღდგენას.

 

ჩვენ ვხედავთ, რამდენად  დიდია  ზეწოლა საქართველოსა და სხვა ქვეყნებზე დასავლეთის მხრიდან, რომელიც ღიად და საჯაროდ მოითხოვს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა, თქვას, რომ „ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით“, ეს პატივისცემას მოითხოვს“, - განაცხადა ლავროვმა.

 


რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთს ქართველ ხალხთან არანაირი პრობლემა არ აქვს. გარდა ამისა, მისი თქმით, ის უზარმაზარ პატივს სცემს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, რომელიც მისი თქმით, ტრადიციულ ღირებულებებს იცავს.

 

„დიახ, იყო 2008 წლის ამბავი. მაგრამ აქაც ნატომ ითამაშა თავისი როლი, როდესაც ნატოს ბუქარესტის სამიტზე აპრილში, მიიღეს დეკლარაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ უკრაინა და საქართველო იქნებიან ნატოში. სააკაშვილი გადაირია და გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი მისთვის ინდულგენცია იყო. შემდეგ იქ კონდოლიზა რაისიც ჩავიდა, ერთი თვით ადრე სააკაშვილის მიერ ცხივალისა და სამშვიდობოების პოზიციების დაბომბვის ბრძანების გაცემამდე.



უკრაინელებს ცოტა მეტი დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ ბუქარესტის იმპულს იმ ადამიანების ცნობიერებამდე მიეღწია, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ თავისი ტერიტორიებიდან ყველაფერი რუსული განდევნონ, - განაცხადა ლავროვმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არ მიუერთდება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და რუსეთთან ომი არ იქნება.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up