ესენი მკვლელები არიან, ხელისუფლება ხალხს ფულს უხდის იმისთვის, რომ ვისაც განსხვავებული აზრი აქვს დაესიონ, ლანძღონ და მოკლან - დათო ტურაშვილი

ესენი მკვლელები არიან, ხელისუფლება ხალხს ფულს უხდის იმისთვის, რომ ვისაც განსხვავებული აზრი აქვს დაესიონ, ლანძღონ და მოკლან - დათო ტურაშვილი

access_time2023-03-20 10:30:31

19 მარტს ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი ტელევიზიიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიზეზი სავარაუდოდ სტენოკარდიული შეტევა გახდა. ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე დათო ტურაშვილი პირდაპირ ეთერში საუბრობდა მის წინააღმდეგ ხელოვნურად აგორებული სიძულვილის ტალღის შესახებ, რომელიც ხელისუფლებამ მის ანტირუსულ პოზიციას დაუპირისპირა. ემოციური გამოსვლის შემდეგ ის შეუძლოდ გახდა.

 

დათო ტურაშვილის თქმით, ხელისუფლება ძველი რუსული მეთოდით მოქმედებს და აშავებს და ცილს სწამებს განსხვავებული აზრის ადამიანებს, სოციალური ქსელის ეპოქაში კი ამისთვის დაქირავებულ ხალხს, ე.წ ტროლებს იყენებს.

 

„მინდა ერთხელ და უკანასკნელად განვმარტო... არსებობს ხალხი, რომელიც სხვების ლანძღვით ხდებიან პოპულარულები, მაგრამ მთელი ტრაგედია ის არის, რომ ხელისუფლებას აქვს სპეციალური განყოფილება, ეს არის წარმოუდგენელი, დაუჯერებელი რამე, რაც ჩემს წინააღმდეგ იკადრეს. რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ამას?! ამაზე აღარასდროს ვილაპარაკებ და ახლა იმიტომ ვლაპარაკობ, რომ სხვებს არ შეეხოს. მე შეიძლება შევეწირო ამას, ვიცი ჩემი თავის ამბავი.

 

რუსებს მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ჰქონდათ წიგნი, როგორ დავიპყროთ კავკასია, დიდი ნაწილი საქართველოს დაპყრობაზეა, თურმე რა ხრიკი ჰქონდათ, როგორც კი შევდივართ უნდა დავიწყოთ გაშავება, ლანძღვა, ცილისწამება იმ წარმატებული ქართველების, რომელსაც პატივს სცემენ თავად ქართველები. წარმოგიდგენიათ როდინდელი ხრიკია? დღესაც გრძელდება, ხალხს ფულს უხდიან იმისთვის, რომ ვისაც განსხვავებული აზრი აქვს დაესიონ, ლანძღონ და მოკლან. ესენი მკვლელები არიან. თუ გგონიათ სიტყვა უფრო რბილია, ვიდრე ტყვია, ძალიან ცდებით.

 


ქეთი დუმბაძემ მომწერა გულს გაუფრთხილდიო, ვიცი რომ ჩემს გულს უფრთხილდება, მაგრამ საკანონმდებლო ორგანო რომაა და აღმასრულებელ ხელისუფლებას სამსახურები რომ აქვს,  სადაც განსხვავებული აზრის ადამიანების გასალანძღად ფულს უხდიან, იმას მოსთხოვონ პასუხი. ქეთის გარდა არიან სხვა ადამიანებიც, რომელიც სულ არ მგონია, რომ ოკუპანტების მხარეს არიან, მაგრამ ყველაზე რუსულ საქმეს აკეთებენ. ეს როგორ ვერ უნდა ვისწავლოთ,  ჩვენი ხელით ყველაზე რუსულ საქმეს ისე გვაკეთებინებენ ხოლმე, რომ ვერ ვხვდებით.

 

შეიძლება იმ ყაველაშვილმა, მე რომ გენოციდი მომიწყო, არც ჰქონია ასეთი განზრახვა, მაგრამ ვერც მიხვდა, როგორ გამოიყენეს ჩემს წინააღმდეგ, როგორ მომიქსიეს ეს ნაძირალები, იმიტომ რომ მოვკვდე, სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდეთ?

 

ვიდეო-ფაბრიკაცია, სადაც მე ვითომ ბანდ-მეთაური ვარ და დავთარეშობ ხალხის საძარცვავად, ეს დაამზადეს ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა და ამათ გამოიყენეს. სკოლაში ჯაყვა არ მქონია, ერთადერთხელ მეჭირა ხელში ბავშვობაში კისტის თოფი. კომუნისტების დროს მომიგონეს, რომ ნარკომანი ვიყავი. რომ უმეორებ ადამიანებს ერთხელ, ორჯერ, რომ ტურაშვილი მკვლელია, ავტომატით დასდევდა მეგრელებს, იმერლებს და კახელებს, ყველა ვარიანტში ვიღაც კი იფიქრებს შეიძლება 100 კაცი არ ჰყავს დახოცილი, მაგრამ ერთი-ორი კი, ყველა კლავდა ვიღაცას... გათვლა ხომ მაგაზეა, ზუსტად იმას მაბრალებენ, რაც მეზიზღებოდა.

 

დედამიწაზე არ არსებობს პარლამენტი, სადაც ამდენი მილიონერია და ეს პარლამენტარები ჩემს ქონებას დასდევენ...  იმიტომ უწევს ჩემ შვილს მიმტანად მუშაობა და ამ ფულით სწავლის გადახდა, რომ თავისუფლება ვერაფერში გავცვალე და ეგ არ ვიკადრე.  სამი დღეა ვფიქრობ, რა დავაშავე, მივხვდი, რომ არაფერი დამიშავებია სიყვარულის გარდა და მაგიტომ მსჯიან.  მეცხრამეტე საუკუნეში რუსები რომ  შემოვიდნენ, პირველი ვისაც ებრძოდნენ იყვნენ მწერლები, იმიტომ გაგვიუქმეს და აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-30-იან წლებში, პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები ... თქვენ რა გგონიათ, ტიციან ტაბიძე, რომელიც ახლაც არ ვიცით სადაა, რა მუხლით დაიჭირეს და დახვრიტეს? საფრანგეთის აგენტობის. აგენტების კანონში წერია, რომ აგენტების მხილება ნებისმიერს შეუძლია ვინაობის გაუმხელელად. ეს იცით რას ნიშნავს? რომ დამსმენები დავაბრუნოთ, ჩამშვებები და „ნასედკები“. ჩემზე ნუ კი ბრაზდებით, რატომ გონია რუსული კანონიო, იმაზე გაბრაზდით, ვინც გეუბნებათ, ერთ დღეს მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს წითელს,“- განაცხადა დათო ტურაშვილმა.

 

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში გადაყვანილი მწერლის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა მას სამედიცინო დაწესებულებაში ერთი დღის გატარება მაინც მოუწევდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up