ესტონეთმა გემებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულია რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრში, ქვეყნის პორტები დახურა. რუსული მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკის ტრანსპორტის დეპარტამენტმა მიიღო.
„რუსულ რეესტრში რეგისტრირებულ გემებს ჩამოერთვათ ესტონეთის პორტებში შესვლის უფლება“, - აცხადებენ უწყებაში.
ევროკავშირმა გასულ კვირას დაამტკიცა სანქციების კიდევ ერთი პაკეტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრთან ყველა ოპერაციის აკრძალვას გულისხმობს.
წყარო: interpressnews.ge/