„ევროაქტივი“ აქვეყნებს შალვა პაპუაშვილის სტატიას - ევროკავშირმა უნდა წაახალისოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა

„ევროაქტივი“ აქვეყნებს შალვა პაპუაშვილის სტატიას - ევროკავშირმა უნდა წაახალისოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა

access_time2022-04-01 14:00:00

ევროკავშირმა უნდა წაახალისოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, – ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის საავტორო სტატიას „ევროაქტივი“.


როგორც პაპუაშვილი წერს, ომი უკრაინაში ხაზს უსვამს არა მხოლოდ საქართველოს რთულ მდგომარეობას უსაფრთხოების კუთხით, არამედ იმ გზას, რომელიც ქვეყანამ 2008 წლის რუსეთის შეჭრის შემდეგ გაიარა.


„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას დროს სჭირდება, ევროპამ სწორი სიგნალი უნდა გაუგზავნოს საქართველოს, რომლის მოქალაქეების დიდი უმრავლესობას პროევროპელია და რომელმაც დიდი საფასური გადაიხადა დასავლური მისწრაფებებისთვის“, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.


პაპუაშვილი წერს, რომ 2008 წლის ომის შედეგად რუსეთის მიერ მძიმედ დაზიანებულმა საქართველომ მაინც არ თქვა უარი პროდასავლურ კურსზე.


„პირიქით, 2012 წლის საბედისწერო არჩევნების შემდეგ, მან განამტკიცა მიზანი, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია მთავარი პრიორიტეტებია. საქართველოს დაჩქარებული სვლა ევროკავშირისა და ნატო-სკენ და ხალხის მხარდაჭერა ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი მკაფიოდ არის ჩაწერილი კონსტიტუციაში, როგორც 2017-2018 წლის კარდინალური ცვლილებების შედეგი, რომლებმაც საქართველო სრულყოფილ ევროპული ყაიდის საპარლამენტო დემოკრატიად აქცია“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის სტატიაში.


პაპუაშვილის თქმით, „ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის, ბაზრის რადიკალური ლიბერალიზაციისა და კორუფციის ეფექტურად აღმოფხვრის შედეგად, საქართველომ ახლო კავშირები განავითარა ევროკავშირთან“. ამის მაგალითად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასახელებს 2014 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას, რომელმაც, მისივე თქმით, წინ წაწია რეფორმების პროცესი.


„საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება არის არა ბოლოდრინდელი მისწრაფება, არამედ იმ პროევროპული პოლიტიკის კულმინაცია, რომელმაც პიკს მიაღწია 2020 წელს, როდესაც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად ქცევა ოფიციალურ მიზნად გამოაცხადა“, – ნათქვამია სტატიაში.


პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პოლიტიკის უმთავრესი გამოწვევა შიდაპოლიტიკური პოლარიზაცია, თავისთავად არის ბოლო ათწლეულების საქართველოს სწრაფი დემოკრატიზაციის არასასურველი თანმხლები მოვლენა.


„საქართველოს მედია არასდროს ყოფილა ისეთი თავისუფალი და მრავალფეროვანი ვიდრე ახლაა, რითიც ნაწილობრივ აიხსნება, თუ რატომ ძლიერდება პოლიტიკური უთანხმოება და ფართოდ ვრცელდება საერთაშორისო დონეზე“, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.


პაპუაშვილის თქმით, 2020 წლის არჩევნების შედეგად, საქართველოს პარლამენტში უპრეცედენტო რაოდენობით პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი.


„დებატები რეფორმების შესახებ პარლამენტში გამართული დებატები ხშირად მძაფრი და უკომპრომისოა, თუმცა ეს დებატები იმართება ინსტიტუციური მშენებლობისა და მთავრობის ზედამხედველობის განმტკიცების უწყვეტი და დინამიური პროცესის ფონზე“, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.


შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს დასავლური ინტეგრაცია პოლიტიკურ დებატებს მიღმაა.



„პარტიების ხშირად ადანაშაულებენ ერთმანეთს, რომ ნაკლებად პროევროპულები არიან, მაშინ, როდესაც ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული იდენტობის საფუძველი და საქართველომ ნამდვილად მიაღწია პროგრესს დასავლეთთან დაახლოებაში“, – ნათქვამია საავტორო სტატიაში.


პაპუაშვილის თქმით, საქართველო ბევრი კომპონენტით უსწრებს ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელბი აქვთ. ამის მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე ასახელებს ბაზართან წვდომას, სახელმწიფო შესყიდვებსა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, რითაც საქართველო თანდათან უახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას.


„საქართველომ განავითარა სწრაფი და კომპეტენტური საბაჟო სერვისები, ისევე, როგორც სანდრო ფინანსური ბაზარი სტაბილური საბანკო სისტემით, რომლიც შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ეფექტური სატრანსპორტო სექტორით, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოებული წესებით რეგულირდება, საქართველო გადაიქცა შავი ზღვის რეგიონის მსხვილ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ კვანძად“, – ნათქვამია სტატიაში.


შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო ქებას იმსახურებს გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილებები პოლიტიკისთვისაც. ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს ციფრულ სექტორში მიღწეულ უზარმაზარ პროგრესს და კორუფციასთან ბრძოლას.


„საქართველომ ასევე თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია ადამიანი უფლებების დაცვაში. 2014-დან და 2020 წლამდე მთავრობამ მიიღო ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია, შეასრულა ადამიანის უფლებები საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. შედეგად, ქვეყანას აქვს დინამიური სამოქალაქო ლანდშაფტი“, – წერს პაპუაშვილი.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო ევროკავშირის კანონებისა და ღირებულებებისადმი ერთგულებას ინარჩუნებს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.


„რუსეთის შემოჭრამ 2008 წელს არ გატეხა საქართველოს პროევროპული სული, მან გააძლიერა ქვეყნის საპასუხო რეაქცია და ხელი შეუწყო ზრდის მოდელის დივერსიფიცირებას“, – წერს პაპუაშვილი.


პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ცხოვრობენ, ყოველდღიურად მძიმე საფასურს იხდიან ქვეყნის პოლიტიკური მისწრაფებებისთვის.


„ფერმერებს, როლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს ცხოვრობენ, რეგულარულად აპატიმრებენ და იტაცებენ რუსი სამხედროები. მათ ადანაშაულებენ თვითნებურად გავლებული სადემარკაციო ხაზის კვეთაში, რომელიც საქართველოს მათი მიწებისგან ჰყოფს და ათასობით ადამიანს აღატაკებს“, – წერს პაპუაშვილი.


პაპუაშვილის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა საქართველოში აცოცხლებს 2008 წლის მძიმე მოგონებებს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსი სამხედროები რჩებიან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში.


„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად არის დივერსიფიცირებული, რუსეთს, როგორც მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს, შეუძლია საქართველოს საზოგადოებას ქაოსი ნებისმიერ დროს გამოიწვიოს, თუ შეწყვეტს ხორბლის ან სხვა საარსებოდ მნიშვნელოვანი ნედლეულის მოწოდებას“, – ნათქვამია „ევროაქტივის“ სტატიაში.


„მიუხედავად მნიშვნელოვანი საფრთხისა, საქართველოს მთავრობამ მკაფიო პოზიცია დაიკავა უკრაინაში არალეგალურ და ტრაგიკულ შეჭრასთან დაკავშირებით, დაგმო რუსეთი სამხედრო აგრესია, მიაწოდა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას, თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან ჰააგის სასამართლოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითხზე“, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.


პაპუაშვილი წერს, რომ საქართველო ასევე მუშაობს ევროკავშირთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დაცვა.


„მოლოდინისამებრ, შექმნილმა სიტუაციამ დააჩქარა მთავრობის გეგმა, წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და თუ ეს განაცხადი დაკმაყოფილდება, ამას ეჭვგარეშე ექნება გამაერთიანებელი ეფექტი ქვეყნისთვის და კიდევ უფრო გააძლიერებს მის ზრახვას და რეფორმების ძალისხმევას, რათა შეუერთდეს ევროკავშირს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.


ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიუხედავად საქართველოს დინამიური და განვითარებადი თანამშრომლობისა, ევროკავშირმა ვერ შეძლო მკაფიო სიგნალის გაკეთება საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.


„2019 წელს საქართველოს წინადადებას, დაფუძნდეს სტრუქტურული დიალოგი მინისტრების დონეზე და გაფართოვდეს სავაჭრო კავშირები, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული ინტეგრაციის ხედვით, პოზიტიური პასუხი არ მოჰყოლია. ასეთი თავშეკავების ახსნა შეიძლებოდა ასოცირების ხელმოწერის ადრეულ წლებში, როდესაც არსებობდა გაურკვევლობა საქართველოს რეფორმებისადმი გრძელვადიან ერთგულებასთან დაკავშირებით, მაგრამ მას შემდეგ საქართველოს ნება, მიაღწიოს ევროინტეგრაციას, ცხადი გახდა. ქვეყანამ ეს აჩვენა რეფორმების უწყვეტობით, ევროკავშირის ღირებულებების დაცვით და მოსახლეობის პროევროპელობით, ასევე ევროკავშირის წევრობისადმი მზარდი მხარდაჭერით, მისწრაფებით, რომელიც მიუთითებს ევროკავშირის მხრიდან კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას“, – ნათქვამია სტატიაში.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმ პირობებში, როდესაც რუსეთი შეჭრა უკრაინაში, უკვე მეორე თვეა, აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის თანამშრომლობა გეოსტრატეგიული პრიორიტეტი ხდება.


„ამიტომ, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს გაფართოების პროცესი არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ უკრაინასა და მოლდოვაზე. ერთობლივად ამ ტრიოს შეუძლია რეფორმების კოორდინაცია, სტრატეგიების განხილვა, და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ევროკავშირის კანონმდებლობის სწრაფად დაცვის უზრუნველსაყოფად. თუ ხაზს გავავლებთ ცივი ომის დასრულების პერიოდსა და 2004 წლის გაფართოებასთან, ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის დგას კიდევ ერთი გადამწყვეტი მომენტის წინაშე და აიღოს პასუხისმგებლობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ევროკავშირში გაწევრიანება არის ერთადერთი რეალური იმედი, შუქურა ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის, რომელიც მიისწრაფის თავისუფლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისკენ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ევროაქტივის“ საავტორო სტატიაში.


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up