ევროინტეგრაციის პროცესთან ხელისუფლების დამოკიდებულება არაკონსტიტუციური, უპასუხისმგებლო და სახიფათოა - NGO-ები “ქართულ ოცნების” განცხადებებზე

ევროინტეგრაციის პროცესთან ხელისუფლების დამოკიდებულება არაკონსტიტუციური, უპასუხისმგებლო და სახიფათოა - NGO-ები “ქართულ ოცნების” განცხადებებზე

access_time2022-06-13 10:00:15

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ევროკავშირის კანდიდატის წევრის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.


სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადებას ხელს 18 არასამთავრობო აწერს.


„საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით ევროპული პარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის საპასუხოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადებას, რომსაქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, თუ მას უსამართლო პირობებით მიიღებს, რაც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობაზე ხაზგასმით გაგრძელდა.


მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო და სახიფათო განცხადებები არამხოლოდ უკიდურესად აზარალებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ეწინააღმდეგებასაქართველოს კონსტიტუციას, არამედ სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაცხადებულ ევროპულ არჩევანს. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციური ორგანოებისვალდებულებაა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპისკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრულიინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”, - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსში.


ღია საზოგადოება ფონდის ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ის, თუ სად არის დღეს საქართველო.



“პირადად ჩემთვის, ეს კარგად გასაგები და ნათელი არ არის. ჩემი აზრით, იმიტომ, რომხელისუფლებამ ვერ შეძლო ნათლად ჩამოეყალიბებინა პოზიცია. ჩვენ გვესმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები: ერთი მხრივ, უკრაინის სუვერენიტეტისა დამთლიანობის მხარდაჭერა, ამავე დროს თავდასხმები უკრაინის ლიდერებზე და მათი დადანაშაულება, რომ ჩვენი ომში ჩათრევა უნდათ. ასევე, ჩვენ გვესმის ერთი მხრივ ევროპისმხარდამჭერი განცხადებები, ამავე დროს ევროპელ პარლამენტარებზე თავდასხმა. სწორედ იმპარლამენტარებზე, რომლებიც გამორჩეულები იყვნენ საქართველოსთან მეგობრობით”,- ამბობს ხუციშვილი.


ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრში განმარტავენ, რომ პასუხი კითხვაზე, თუ, რატომ გვინდა ევროპა და ევროკავშირი - არის ერთმნიშვნელოვანი: “ეს არის გზა განვითარებისა დამშვიდობისკენ. ეს არის გზა კეთილდღეობისკენ, რომ ადამიანები არ ცხოვრობდნენ სიღარიბეში, არამედ ჰქონდეთ ღირსეული, უზრუნველყოფილი სიბერე, ხელი მიუწვდებოდეთ ხარისხიან ჯანდაცვასა და განათლებაზე”.


არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი კი ამბობს, რომ ავტოკრატებს, დიქტატურისკენ გადახრილ ადამიანებს ეშინიათ ევროპის, მათ ეშინიათ ევროპული სახელმწიფოსი.


“ევროპული სახელმწიფო ეს არის მრავალკულტურული, მრავალფეროვანი, მრავალპარტიული, დემოკრატიული მმართველობა, ეს არის ქვეყანა, რომელიც ფუნდამენტურად დაფუძნებულია თანასწორობაზე, ერთმანეთის მოსმენაზე, ერთმანეთის აზრის პატივისცემაზე, გაზიარებაზე, შეჯერებაზე და კონსენსუსის გზით სიარულზე,“ - ამბობს თინათინ ხიდაშელი.


ხელმომწერი ორგანიზაციები (მათ შორის დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), სამოქალაქო იდეა, დემოკრატიის ინდექსი - საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, მწვანე ალტერნატივა, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი(IDFI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საფარი, რონდელის ფონდი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სოციალური სამართლიანობის ცენტრი(ყოფილი EMC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს რეფორმებისასოციაცია (GRASS), უფლებები საქართველო) მოუწოდებენ ხელისუფლებას ევროკავშირს და საქართველოს მოსახლეობას დაუყოვნებლივ წარუდგინოს გეგმა, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში მითითებული პრობლემების სისტემური გადაჭრის გზებს ისახავს. ასევე დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახიფათო და დანაშაულებრივი რიტორიკა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები.


რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტში მიიღეს მკაცრი რეზოლუცია, კერძოდ, 20-მა ევროპარლამენტარმა რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ, რადგან მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და რუსეთთან ბუნდოვან ურთიერთობებზე პასუხისმგებლობას მას აკისრებენ. თუმცა ქართული ოცნების გუნდში აღნიშნულ რეზოლუციას შეურაცხმყოფელს უწოდებენ, რომელიც თითქოს გაჯერებულია ტყუილებით და არაზუსტი ინფორმაციით.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up