ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვას ითხოვს, გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა რეკომენდაციას -  გიორგი რუხაძის შეფასება

ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვას ითხოვს, გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა რეკომენდაციას - გიორგი რუხაძის შეფასება

access_time2022-12-08 13:10:41

საქართველოს სავიზო პოლიტიკის გათანაბრება ევროკავშირის მესამე ქვეყნების სიასთან ერთ-ერთია იმ რეკომენდაციათაგან, რომელიც უვიზო რეჟიმის შესახებ ევროკომისიის რიგით მეხუთე ანგარიშში გამოქვეყნდა.

 


„საქართველოს სავიზო პოლიტიკის გათანაბრება ევროკავშირის მესამე ქვეყნების სიასთან, რომლებისთვისაც აუცილებელია ვიზა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებიც წარმოადგენენ არალეგალურ მიგრაციას ან უსაფრთხოების რისკებს ევროკავშირში.“ - ნათქვამია რეკომენდაციაში.

 


დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ  საქართველოსთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ მთელი რიგი ქვეყნები (რუსეთი, ირანი, სალვადორი, ეკვადორი, იორდანია, ყაზახეთი, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლიბანი, ომანი, კატარი, აუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, ტაჯიკეთი, ტაილანდი. თურქეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი), რომლებიც ევროკავშირისთვის მიგრაციის და უსაფრთხოების რისკის ქვეყნებს განეკუთვნებიან და მათი მოქალაქეები ევროკავშირში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის ვიზას საჭიროებენ.

 

 



როგორ უნდა იქნას გაგებული  ევროკომისიის ეს რეკომენდაცია და ვის მიემართება ის პირველ რიგში. როგორც  საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიორგი რუხაძე  მიიჩნევს, რეკომენდაცია სავიზო რეჟიმის გადახედვასთან დაკავშირებით, პირველ რიგში რუსეთს ეხება.

 



„ევროკავშირს ყოველთვის ჰქონდა რეკომენდაცია, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი გაეუქმებინა, ან გაერთულებინა მაინც ისეთ ქვეყნებთან, რომელთანაც ევროკავშირს არ ჰქონდა უვიზო მიმოსვლა.

 

 

 ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენს ხელისუფლებას რეაგირება ჰქონდეს  ამ რეკომენდაციებზე. საერთოდ არანაირი რეკომენდაციაც რომ არ ყოფილიყო, ის რაც მოხდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და ის რაოდენობა რუსეთის მოქალაქეებისა, რომლებიც ქვეყანაში შემოვიდნენ,  უკვე ისედაც იქნებოდა ნებისმიერ სახელმწიფოსთვის რეაგირების საბაბი.  ეს პროცესი რომ დაწყებულიყო თუნდაც არა რუსეთიდან, საიდანაც ისედაც საფრთხე გვემუქრება, არამედ ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან, სავიზო რეჟიმი ხელისუფლებას მაინც უნდა შემოეღო. ასე რომ, არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებს კი არა, საერთოდ რაიმე ფორმით რომ მოაწესრიგებს რუსეთიდან მოქალაქეების შემოდინებას,“ - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

 

 

ევროკომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ასევე ნათქვამია ისიც, რომ ამ მიმართულებით ქვეყანას 2021 წელს  პროგრესი  არ ჰქონია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up