ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი ქართულ მედიაში - „სამოქალაქო იდეის“ ანგარიში

ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი ქართულ მედიაში - „სამოქალაქო იდეის“ ანგარიში

access_time2023-02-08 16:35:36

„ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ყველაზე რეზონანსული ქართული მედიასაშულებებისათვის „დეოლიგარქიზაციის“ საკითხი და „დეოლიგარქიზაციის“ კანონზე მუშაობის გაშუქება აღმოჩნდა. ამასთან სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებულია. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლების და ხელისუფლების პოზიციის სასარგებლოდ არის მიკერძოებული, მეორე ნაწილი კი - ოპოზიციის.“ -    ასე შეაფასა  „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინათის ხიდაშელმა მედიამონიტორინგის ანგარიში, რომელიც  „დემოკრატიის ვირტუალური აკადემიის" მიერ მომზადდა  პროექტის - „ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული საქმიანობის სამოქალაქო მონიტორინგი - ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში“,  “სამოქალაქო იდეასთან“ თანამშრომლობით.


 

როგორც ანგარიშშია აღნიშნული:


„ტელეკომპანია „იმედმა“ ფართოდ გააშუქა ევროკავშირის რეკომენდაციების თემა. არხი ტენდენციური იყო ხელისუფლების მიმართ და, შესაბამისად, საკითხი ხელისუფლების პოზიციის მხარდამჭერ ტონში შუქდებოდა. ოპოზიცია კი ნახსენები იყო მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში და ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნის ხელისშემშლელ აქტორად. წამყვანები, ჟურნალისტები არ ერიდებოდნენ ცინიკურ დამოკიდებულას ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის,  ევროპარლამენტარების და ელჩების მიმართ;


„ტელეკომპანია პირველმა“   ევროკავშირის 12 რეკომენდაციის თემა გააშუქა დაბალი ინტენსივობით და  ცალმხრივად, სამართლიანობა მოითხოვს დავაზუსტოთ, რომ ხელისუფლების, მმართველი პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ტელეკომპანიაში სტუმრობაზე. არხს, კონკრეტულად, თოქშოუებში ჰქონდა მხოლოდ ოპოზიციის  მოსაზრებები, ხელისუფლების პოზიციას კი მაყურებელს  საინფორმაციო გამოშვებებში სთავაზობდა, თუმცა  ნეგატიურ კონტექსტში. „ტელეკომპანია პირველი“ ხელისუფლების მიმართ მკვეთრად კრიტიკულია და  ხელისუფლების ევროინტეგრაციის პოლიტიკა შეფასებული იყო,  როგორც უარყოფითი და ქვეყნის წინსვლაში ხელისშემშლელი;



ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ 12–პუნქტიანი გეგმის გაშუქებისას უფრო დაბალანსებული და ნეიტრალური ტონით გამოირჩეოდა. აშუქებდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის  წარმომადგენლების მოსაზრებებს.  12 რეკომენდაციის საკითხი, პოლიტიკურ „თოქშოუებში“ რამდენჯერმე იყო გადაცემის მთავარი თემა და ეს გადაცემები იყო შინაარსობრივად დაბალანსებული.  საკითხების გაშუქებისას არხზე არ შეიმჩნეოდა მიკერძოება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ. გადაცემებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები და აზრთა მრავალფეროვნება მეტ–ნაკლებად იყო დაცული;


„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ საკმაოდ დიდი დრო დაუთმო კანდიდატის სტატუსის მიღებას და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს. მაუწყებელს შედარებით ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ, ნეიტრალურად გაშუქების მცდელობები ჰქონდა,  თუმცა, ხელსუფლების პოზიციის მიმართ ტენდენციურობით და ლოიალური განწყობებით გამოირჩეოდა. ასევე, უფრო ხშირად უთმობდა დროს ხელისუფლების წარმომადგენელების პოზიციას. არხზე ტენდენციის ხასიათი აქვს სიუჟეტების დასრულებას მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებებით;


ონლაინმედიაში ნაკლებად იგრძნობოდა მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაცია, სატელევიზიო მედიასთან შედარებით. თუმცა, შერჩეული სამი სააგენტოდან ერთი – pia.ge გამოირჩეოდა ხელისუფლების მიმართ ლოიალური განწყობით, დადებითი გაშუქების ტონით, ხოლო tabula.ge ნაკლებ ინტერესს იჩენდა ზოგადად, პროცესის გასაშუქებლად და უფრო მეტად, გამოირჩეოდა გაშუქების ნეგატიური ტონით.  რაც შეეხება interpressnews.ge-ს – აშუქებდა ყველა მხარის თითქმის ყველა ნიუსს.  გაშუქების ტონი  უმეტესად ნეიტრალური იყო.


ონლაინმედიის ყველაზე დიდ გამოწვევად 12 რეკომენდაციაზე მუშობის პროცესის ზედაპირული გაშუქება გამოიკვეთა; მონიტორინგისთვის შერჩეული საინფორმაციო სააგენტოები ვერ ახერხებდნენ საკითხების სიღრმისეულად და მრავალმხრივად გაშუქებას, “- ნათქვამია კვლევაში.



პროექტის ფარგლებში შეირჩა 4 ტელეარხი (“იმედი“, “საზოგადოებრივი მაუწყებელი“, “პალიტრანიუსი“, “ტვ პირველი“) და სამი საინფორმაციო სააგენტო  (“pia.ge“, “interpressnews.ge“, “tabula.ge“).

ტელეარხების შემთხვევაში განხორციელდა  მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქშოუების მონიტორინგი. მონიტორინგის პერიოდი იყო 3 თვე: 2022 წლის 1 ოქტომბრიდან – 30 დეკემბრამდე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up