საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართული ოცნების მხრიდან ისმის ანტიევროპული რიტორიკა და პარტნიორების დადანაშუალება. ზურაბიშვილმა კარლ ჰარცელის მუშაობის ბოლო პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებამ ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გააცილა, რაც პრეზიდენტის შეფასებით ძალიან არაქართული მოქცევა იყო. ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც ისაუბრა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ
„აღარასდროს არ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ, ძალიან არაქართული მოქცევით,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.