ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი მმართველი პარტიის მიერ ე.წ. აგენტების კანონის გაწვევას Twitter-ზე ეხმაურება. ის წერს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს კვლავაც შეუძლია ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს
„მივესალმები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, საკამათო კანონის გაწვევის შესახებ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება.
ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს კვლავაც შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, - წერს ოლივერ ვარჰეი.