ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აფასებენ

ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აფასებენ

access_time2021-11-13 20:00:46

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიეჩიენე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ლიეტუვის პარლამენტის დელეგაციისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარის თქმას „საზიზღარ ქმედებად“ აფასებს.

„ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ლიეტუვის პარლამენტის დელეგაციისთვის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ვიზიტის შესაძლებლობაზე უარის თქმა, არის საქართველოს ხელისუფლების საზიზღარი ქმედება. ქართულ ოცნებას არ სურს დეესკალაცია“ - წერს ევროპარლამენტარი

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებსა და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის დაკავებისა და სასამართლოს მიერ 6-დღიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ილვესიც.

„მსგავსი ინციდენტებითა და სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველი საშინელი კადრებით საქართველო ცენტრალური აზიის დესპოტური მმართველობების მიერ გათელილ გზას მიუყვება. ამ ქვეყნებს დასავლური და ევროპული წესები არ აინტერესებთ. როგორც ჩანს, აღარც საქართველოს, - წერს ტოომას ილვესი „ტვიტერზე“.

მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირის ყოფნის დიდ საჭიროებას ვერ ხედავს.

„მე ვერ ვხედავ ევროკავშირის ყოფნის დიდ საჭიროებას ქვეყანაში, რომელიც ადრე იყო მნიშნველოვანი ევროპული გამონაკლისი აზიურ დესპოტურ მმართველობებს შორის. მაგრამ როცა შენ ირჩევ „სტან“ დაბოლოებით ქვეყნების გზას, რატომ უნდა დახარჯოს ჩემმა ქვეყანამ ან სხვა ქვეყნებმა ფული იქ საელჩოების დაკომპლექტებაში? - აცხადებს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს ამხნევებს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც, რომელსაც სააკაშვილის  მონახულების შესაძლებლობა იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით არ მიეცა. კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ის ფაქტორი, რომ ევროპარლამენტარი არ შეუშვეს საპატიმრო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ მას საკმაო გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ შესაბამისი უწყების მხრიდან ვიზიტზე უარის მიღების შესაძლებლობა გაეთვალა.

„მე მესმის ჩემი სამუშაოს ღირებულება ევროპარლამენტისა და უფრო ფართე მასშტაბებით, მაგრამ ნამდვილად ვერ გავაზვიადებ ჩემი სამუშაოს მნიშვნელობას. მე ამ ფაქტიდან გამოვიტან დასკვნებს. ეს იყო ერთ-ერთი სცენარი, რომელიც მივიღე მხედველობაში, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, საკმაოდ გამოცდილი ვარ იმისთვის, რომ დავინახო შემდეგი სცენარი ყველა შემთხვევაში. ეს არის უკმაყოფილების საგანი, გულდასაწყვეტია, ეს შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ კვლავ არსებობს საშუალება, ამ ძალიან საშიში სიტუაციიდან გამოსვლის და ეს ითხოვს კეთილ ნებას. პასუხისმგებლობა, ძირითადად მმართველ ძალას ეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც პატიმარი იღებს ასეთ ექსტრემალურ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება და ამისთვის მზაობა, რა თქმა უნდა, ძალზე რთული გადაწყვეტილებაა, ყველა შემთხვევაში“, - განაცხადა ფოტიგამ და დასძინა, რომ შეშფოთებულია სააკაშვილის პატიმრობის პირობებით. როგორც ფოტიგამ აღნიშნა, პირები, რომლებიც ატარებდნენ რეფორმებს, იბრძოდნენ კორუფციის და მაფიების წინააღმდეგ, ითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას და მათ აქვთ განსაკუთრებული უსაფრთხოების უფლება.

„მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ძალიან მაღალი რანგის პატიმარი გამომდინარე მთელი მსოფლიოს პოზიციიდან შეფასების თვალსაზრისით, ყველა ქვეყანაში შეიძლება ასეთი რამ მოხდეს და საჭიროა მნიშვნელოვანი ყურადღება ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე, იმის აღიარება, რომ სამართლიანი სასამართლო გაიმართება. მე მაშფოთებს მისი დაუსწრებლად გასამართლების შესაძლებლობა იმ დროს, როცა ის საქართველოში იმყოფება. ჩვენი დრო არ გახლავთ კანონგარეშე მყოფი ადამიანების დრო, ე.წ. გარიყულების დრო საკუთარ ქვეყანაში. ეს შუა საუკუნეებში ხდებოდა პოლონეთში. ყველას აქვს უფლება იცხოვროს საკუთარ ქვეყანაში და როდესაც იგი ჩამოვიდა საქართველოში და მზად იყო სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო, უნდა ჰქონოდა სასამართლოზე წარდგენის უფლება. ჩემი ვიზიტების დროს საქართველოში ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, ახალაიას პატიმრობისას, მე არ ვლაპარაკობდი ჩემ დამოკიდებულებაზე, განსჯებზე მათთან დაკავშირებით, უბრალოდ, ვეწვიე მათ ციხეში, ზოგ შემთხვევაში ეს იყო ერთკაციანი საკანი, რომელშიც იყვნენ მოთავსებული, რაც აჩენს კითხვის ნიშნებს მათ ხანგრძლივად გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ იყო შესაბამისი პირობები, სიმშვიდე და არცერთი მათგანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდა გარემოს უსაფრთხოებას. ტრადიცია არსებობდა საქართველოში, რომ პატიმარს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი რეჟიმი, პატიმარი, რომელიც შეიძლება დაშინების საგანი გახდეს სხვა პატიმრების მხრიდან თავისი აქტივობიდან გამომდინარე, როგორც წესი, მოთავსებულია საკანში მარტო“, - განაცხადა ფოტიგამ.


ამასთან, ევროპარლამენტარმა დასძინა, რომ მტკიცებულებები, რაც ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ქვეყნდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მისთვის შემაშფოთებელია.

„ჩემი როლი და კომპეტენცია არაა ვინმეს რამე ვასწავლო. მე რეალურად ვაფასებ თქვენს ისტორიულ ტრადიციებს, თქვენ სახელმწიფოებრიობის ძალიან ხანგრძლივი ტრადიცია გაგაჩნიათ. თქვენ მზად ხართ ამ სისტემის ჩამოსაყალიბებლად. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებები, რეფორმების დროს ვინც კორუფციას ებრძოდა, ატარებდა რეფორმებს, იბრძოდა მაფიების წინააღმდეგ, ისინი ითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას და მათ აქვთ განსაკუთრებული უსაფრთხოების უფლება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, არის მტკიცებულებები, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები აქვეყნებენ და ჩემთვის ძალზე შემაშფოთებელია ეს ყოველივე“, - განაცხადა ფოტიგამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, თუმცა მის შიმშილს სიმულაციას უწოდებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.  მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი იკვებება, რის პასუხადაც თავად მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ საკვებს ექიმების დანიშნულებით იღებდა.  

მიხელ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ ჰოსპიტალიზაციის საკითხი უსწრაფესად გადაწყდეს და გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო, რადგან, მათივე შეფასებით, ციხის საავადმყოფო არ აკმაყოფილებს კონსილიუმის მოთხოვნილ სტანდარტებს.  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, თქმითყველაზე მაღალი რისკი, რომელიც სააკაშვილს ემუქრება,  გულის გაჩერებაა, შესაბამისად ციხის საავადმყოფოში კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე უნდა არსებობდეს. ნიკა გვარამია ეჭვობს, რომ ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება. მისი ვერსიით, იგეგმება იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. გვარამია ამტკიცებს, რომ ციხეში უკვე შეყვანილია რამდენიმე სპეცდანიშნულების პატიმარი, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციაზე იზრუნებს, თუმცა ეს დაბრალდება აღშფოთებულ ციხის პუბლიკას. პრემიერმა ღარიბაშვილმა გვარამიას ამ ეჭვს ბოდვა უწოდა და დასძინა, რომ ეს ინფორმაცია აბსურდულია. რაც შეეხება სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული. პრემიერი ამბობს, რომ ყველა პატიმარი, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით შიმშილობს, საჭიროების შემთხვევაში, გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში, სადაც ყველა საჭირო პირობაა შექმნილი და ეს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით  არ გადაიხედება.

სააკაშვილს საპატიმროში ხშირად სტუმრობს პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარი არასდროს იქნება.  კითხვას, რამდენად განიხილება ოცნებაში სააკაშვილის გათავისუფლება, ღარიბაშვილი თავდაჯერებული პასუხობს: „გამორიცხულია! სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში!“


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. ის ციხიდან წერილებს რეგულარულად  ავრცელებს.  ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. მესამე პრეზიდენტს ბრალად ედება 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა, „ტელეიმედში” შეჭრის სანქცირება და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ დაუფლება. ქართული მართლმსაჯულება მას ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თითქმის 9 მილიონი ლარის გაფლანგვაშიც ადანაშაულებს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up