ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიენე და მარკეტა გრეგოროვა გუშინ პარლამენტში და პარლამენტს გარეთ განვითარებულ მოვლენებს Twtter-ზე ეხმიანებიან. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, რომ გაიწვიონ ე.წ. აგენტების კანონები და აღფრთოვანებას არ მალავენ იმ მამაცი მოქალაქეების მიმართ, ვინც გუშინ პარლამენტის შენობასთან ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონების მიღება გააპროტესტა.
ჩეხი ევროპარლამენტარი, ფრაქცია „მწვანეები-ევროპის თავისუფალი ალიანსის“ წევრი მარკეტა გრეგოროვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტონ ის სიგიჟე და შეაჩერონ უცხოური აგენტების კანონების მიღება. ევროპარლამენტარი წერს, რომ მიესალმება მამაც ხალხს.
„ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია წყლის ჭავლი ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. შეწყვიტე ეს სიგიჟე, შეაჩერე უცხოური აგენტების კანონების მიღება. მივესალმები ამ მამაც ხალხს“, - წერს მარკეტა გრეგოროვა.
ლიეტუველმა დეპუტატმა, „ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფის წარმომადგენელმა რასა იუკნევჩიენე Twitter-ზე წერს, რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის. უცხოელი აგენტის კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელებას.
ის მოუწოდებს ყველა პასუხისმგებლობიან პოლიტიკოსს, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან, მოუსმინონ თავის ხალხს და არ შეაფერხონ ქვეყნის მომავალი.
„საქართველო ევროპას ეკუთვნის.
უცხოელი აგენტის კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელებას.
მოვუწოდებ ყველა პასუხისმგებლობიან პოლიტიკოსს საქართველოში, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან, გთხოვთ მოუსმინეთ თქვენს ხალხს. არ დაარღვიოთ თქვენი ქვეყნის მომავალი“, - წერს „ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფის წარმომადგენელი.