ევროპარლამენტარების წერილი ღარიბაშვილს

ევროპარლამენტარების წერილი ღარიბაშვილს

access_time2023-03-21 12:30:00

დღეს, 11 საათზე გამართულ ბრიფინგზე, ელენე ხოშტარიამ და გიორგი ვაშაძემ საზოგადოებასა და მედიას გააცნეს წერილი, რომელიც ევროპარლამენტარებმა ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ გაუგზავნეს. წერილი 7-9 მარტის აქციების მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ პრემიერის მუქარას ეხება.

„კომერსანტი“  წერილს უცვლელად გთავაზობთ:


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს

მიმართვა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ მუქარის შესახებ

პატივცემულო ბატონო ღარიბაშვილო, პატივცემულო პრემიერ-მინისტრო,

ჩვენი მიმართვა ეხება თქვენ მიერ ტელეკომპანია „იმედზე“ 12 მარტის ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ თქვენი მუქარით, „უმკაცრესად დასაჯოთთ“ და გაასამართლოთ ისინი, ვინც 7-9 მარტს ქუჩაში რუსული სტილის ანტიდემოკრატიული „უცხოელი აგენტების“ კანონის დასაგმობად გავიდა. მათ განახორციელეს თავიანთი კონსტიტუციური უფლება პროტესტისა, რაც ევროპული დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მათი ამ გამარჯვების შედეგად მათთვის მილოცვა გვმართებს. როგორც საქართველოს სახალხო დამცველი სამართლიანად აცხადებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. თუკი რამე არის ანტიკონსტიტუციური, ეს არის წყლის ჭავლებით, წიწაკის სპრეითა და ცრემლსადენი გაზით პოლიციის მიერ დემონსტრანტთა ძალადობრივი დარბევა, რამაც არაერთ ადამიანს მიაყენა დაზიანებები. ასევე ანტიკონსტიტუციურია დემონსტრანტების თვითნებური დაკავება, რომელთა რაოდენობაც სხვადასხვა წყაროს მიხედვით 133-დან 165-მდე ადამიანს მოიცავს.

ჩვენ გვჯერა, რომ ნაცვლად მათი „დასჯისა“ და დემონსტრანტების ნებისმიერი სახის სამართლებრივი შევიწროებისა, საქართველოს მთავრობამ უნდა დაარწმუნოს ისინი, რომ უცხოელი აგენტების კანონი განხილვაში აღარ დაბრუნდება და რომ მიმდინარე ომის პირობებში საქართველო დისტანცირდება პრორუსული პოზიციებისგან. გარდა ამისა, ჩვენ ველით, რომ საქართველოს მთავრობა ბოდიშს მოუხდის მათ, ვინც უსამართლოდ გახდა პოლიციის ძალადობის მხვერპლი და ვინც უსამართლოდ იქნა დაკავებული. და ბოლოს, ჩვენ ველით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება, ჩაერთონ ყველა იმ საკანონმდებლო პროცესის საჯარო კონსულტაციაში, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრებასა და თავისუფლებაზე.


ნებისმიერი შემდგომი ძალადობრივი ქმედება, უკანონო დაპატიმრებები და დემონსტრანტთა სამართლებრივი დევნა გამოიწვევს არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების აღშფოტებას, არამედ, შესაძლოა, შემზღუდავი ღონისძიებების შემოღებასაც იმ პირთა მიმართ, ვინც აღნიშნულ ქმედებებზე არიან პასუხისმგებელნი. გარდა ამისა, ევროკავშირი დიდი გულისყურით აკვირდება რუსი ინდივიდებისა და იურიდიული პირების მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს და არ მოითმენს საქათველოს სამართლებრივი და ეკონომიკური სისტემის ინსტრუმენტალიზაციას სანქციებისგან თავის ასარიდებლად.

გარწმუნებთ, რომ ჩვენ, როგორც ევროპარლამენტარები, გულთან ახლოს ვიღებთ საქართველოს ბედს და ჩვენ ახლოდან დავაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. საქართველოსთვის ახლა უმნიშვნელოვანესი მომენტი დგას და ის გზები, რომლებითაც საქართველოს მთავრობა ეპყრობა დემონსტრანტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს იქნება ის, რაც განსაზღვრავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას. ჩვენ ველით, რომ საქართველო გახდება კანდიდატი ქვეყანა და სწორედ ამიტომ ველით, რომ საქართველო დაგვანახებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც მას დააახლოვებს ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსა და ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკის შესახებ.

ჩვენ გვაქვს ამ საკითხის მიმართ თქვენი განსაკუთრებული ყურადღების იმედი.

კეთილი სურვილებით, 

ვლად გიორგე, ევროპარლამენტარი

კარენ მელქიორი, ევროპარლამენტარი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up