ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს Twitter-ზე ეხმაურება.
„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში და ასევე აიღონ მანდატები და შეასრულონ თავისი მისია პარლამენტში, იმისთვის, რომ გამოხატონ მოქალაქეების დემოკრატიული ნება“, - წერს მარინა კალიურანდი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს იმართება.
imedinews.ge